![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3f/Lake_Lukomlskaye.jpg/640px-Lake_Lukomlskaye.jpg&w=640&q=50)
ლუკომლსკოე
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუკომლსკოე (ბელარ. Лукомскае) — გამდინარე ტბა ბელარუსში. მდებარეობს ზღვის დონიდან 164 მ სიმაღლეზე, ქალაქ ნოვოლუკომლის სიახლოვეს. ფართობი 37,71 კმ², მაქსიმალური სიღრმე 11,5 მ. გამოედინება მდინარე ლუკომკა. მიეკუთვნება დასავლეთის დვინის აუზს. ტბას უჭირავს ოვალური ტიპის ქვაბული, რომელიც გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 10,4 კმ-ზე, ხოლო ცენტრისკენ 6,5 კმ-მდე ფართოვდება. გარშემორტყმულია დაბალი დამრეცი კალთებით. სანაპირო ხაზი სუსტად არის შეჭრილ-შემოჭრლი. სამხრეთში არის ორი მცირე ზომის ყურე. ტბის ირგვლივ იზრდება ლერწამი და ლელქაში. ტბაში არის დაახლოებით 20-მდე სახეობის თევზი, რომელთა შორისაა: ნაფოტა, კაპარჭინა, ლოქორია, კობრი, წერი, თეთრულა, ფარგა, ლოქო, სქელშუბლა და სხვა.
სწრაფი ფაქტები ლუკომლსკოე ...
ლუკომლსკოე | |
---|---|
Лукомскае | |
![]() ლუკომლსკოე | |
კოორდინატები: 54°40′14″ ჩ. გ. 29°05′23″ ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 164 მ |
ფართობი | 37,71 კმ² |
მოცულობა | 0,243 კმ³ |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 36,4 კმ |
საშუალო სიღრმე | 6,6 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 11,5 მ |
მარილიანობა | 0,2 ‰ |
აუზის ფართობი | 179 კმ² |
ჩამდინარე მდინარეები | ციტრანკა |
გამომდინარე მდინარე | ლუკომკა |
დახურვა