From Wikipedia, the free encyclopedia
ლუი ფერდინან სელინი (ფრანგ. Louis-Ferdinand Céline, ნამდვილი გვარი — დეტუში, Destouches; დ. 27 მაისი, 1894, კურბევუა — გ. 1 ივლისი, 1961, მიოდონი) — ფრანგი მწერალი, განათლებით ექიმი.
ლუი ფერდინან სელინი ცნობადი გახდა რომანებით „მოგზაურობა ღამის დასალიერში“ (Voyage au bout de la nuit, 1932) და „სიკვდილი კრედიტით“ (Mort à crédit, 1936). ეს რომანები გამოსვლისთანავე ითარგმნა მსოფლიოს რამდენიმე ენაზე. ამის მიუხედავად, რამდენიმე წელიწადში მწერალს არც თუ სახარბიელოდ წაუვიდა საქმე. ოცდაათიანი წლების ბოლოს გამოსულმა რომანებმა „ხომრობები დარბევისთვის“ (Bagatelles pour un massacre, 1937), „გვამების სკოლა“ (L'Ecole des cadavres, 1938) და „ხიფათში ჩავარდნილები“ მწერალს ანტისემიტისა და რასისტის რეპუტაცია დაუმკვიდრა. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს სელინს საოკუპაციო რეჟიმთან კავშირში დასდეს ბრალი. ასე რომ, მწერალი იძულებული შეიქნა, გერმანიის სამხრეთში, ზიგმარინგენში გაქცეულიყო, იქიდან კი დანიაში, სადაც დააკავეს და დააპატიმრეს. ოდნავ მოგვიანებით გადაასახლეს.
1951 წელს ყველასაგან მივიწყებული ფერდინან სელინი სამშობლოში დაბრუნდა და პარიზის გარეუბან მიოდონში დასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ღარიბთათვის პრაქტიკოს ექიმად მუშაობდა. კიდევ ერთი, თუმცა კი დაგვიანებული წარმატება სიკვდილის წინ ეწვია სელინს, როდესაც ავტობიოგრაფიული ტრილოგია „ერთი ციხესიმაგრიდან მეორეში“ (D’un château l’autre, 1957) და „ჩრდილოეთი“ (Nord, 1960) გამოვიდა, ხოლო ტრილოგიის დამასრულებელი ნაწილი „რიგოდონი“ (Rigodon) მწერლის გარდაცვალებიდან რვა წლის შემდეგ, 1969 წელს გამოიცა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.