ლუის გილიერმო სოლისი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუის გილიერმო სოლის რივერა (ესპ. Luis Guillermo Solís Rivera; დ. 25 აპრილი 1958, სან-ხოსე, კოსტა-რიკა) — კოსტარიკელი პოლიტიკოსი, „მოქალაქეთა მოქმედების პარტიის“ წევრი და 2014 წლის 8 მაისიდან კოსტა-რიკის პრეზიდენტი.[1] იგი ისტორიისა და პოლიტოლოგიის პროფესორია, ხოლო კოსტა-რიკის უნივერსიტეტში — სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი. საჯარო სამსახურსა და აკადემიურ საქმიანობას სოლისი კარგად უთავსებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასაც.[2]
სწრაფი ფაქტები კოსტა-რიკის პრეზიდენტი, ამჟამინდელი თანამდებობა ...
ლუის გილიერმო სოლისი | |
ლუის გილიერმო სოლის რივერა | |
კოსტა-რიკის პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 8 მაისი, 2014 |
ვიცე-პრეზიდენტი | ელიო ფალიას ვენეგასი |
წინამორბედი | ლაურა ჩინჩილია |
დაბადებული | 25 აპრილი, 1958 სან-ხოსე, კოსტა-რიკა |
პოლიტიკური პარტია | ეროვნულ-განმათავისუფლებელი პარტია (2005 წლამდე) მოქალაქეთა მოქმედების პარტია (2009 წლიდან დღემდე) |
მეუღლე | მარია მერსედეს პენას დომინგო |
შვილები | 6 |
განათლება | კოსტა-რიკის უნივერსიტეტი ტულეინის უნივერსიტეტი მიჩიგანის უნივერსიტეტი |
რელიგია | კათოლიკე |
დახურვა