From Wikipedia, the free encyclopedia
ლოთარ ჰერბერტ მათეუსი (გერმ. Lothar Herbert Matthäus; დ. 21 მარტი 1961, ერლანგენი, გერმანია) — გერმანელი სპორტსმენი; მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი; ხუთი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონი და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი. გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში 1980–2000 წლებში მონაწილეობა მიიღო 150 თამაშში, რაც საუკეთესო შედეგია ნაკრების ისტორიაში. მონაწილეობა მიიღო ევროპის ოთხ (1980, 1984, 1988, 2000) ჩემპიონატზე. მათეუსი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე იასპარეზა. მან ევრო 2000-ზე 39 წლისამ ითამაშა. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მეოცე ადგილზე დასახელდა.[2]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ლოთარ ჰერბერტ მათეუსი | ||
დაბადების თარიღი | 21 მარტი, 1961 | ||
დაბადების ადგილი | ერლანგენი, დასავლეთ გერმანია | ||
სიმაღლე | 174 სმ[1] | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი (ლიბერო)/ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1971–1979 | ჰერცოგენაურახი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1979–1984 | ბორუსია მენხენგლადბახი | 162 | (36) |
1984–1988 | ბაიერნი მიუნხენი | 113 | (57) |
1988–1992 | ინტერი მილანი | 115 | (40) |
1992–2000 | ბაიერნი მიუნხენი | 189 | (28) |
2000 | მეტრო სტარს | 16 | (0) |
სულ | 595 | (161) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1979–1983 | გერმანია 21 წლ. | 15 | (2) |
1979–1981 | დასავლეთ გერმანია B | 4 | (1) |
1980–2000 | გერმანია | 150 | (23) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2001–2002 | რაპიდი ვენა | ||
2002–2003 | პარტიზანი | ||
2004–2006 | უნგრეთი | ||
2006 | ატლეტიკო პარანაენსე | ||
2006–2007 | რედ ბული ზალცბურგი | ||
2008–2009 | მაკაბი ნეთანია | ||
2010–2011 | ბულგარეთი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
მათეუსმა სამწვრთნელო კარიერა 2001 წელს დაიწყო. სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ხშირად ეხვეოდა სკანდალებსა და კონფლიქტურ სიტუაციებში. წვრთნიდა ვენის „რაპიდს“, რომელმაც მათეუსის ხელმძღვანელობით 32 მატჩი გამართა, 9-ში გაიმარჯვა, ამდენივე ფრედ დაასრულა, ხოლო 14-ში დამარცხდა. ბელგრადის „პარტიზანში“ მათეუსმა უკეთესი შედეგები აჩვენა: 43 შეხვედრა, 28 გამარჯვება, 6 ფრე და 9 წაგება
ბრაზილიურ „ატლეტიკო პარანაენსესთან“ მათეუსმა 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. თუმცა, 7 მატჩის შემდეგ (5 მოგება, 2 ფრე, 0 წაგება), მათეუსმა გუნდი დატოვა და მიზეზად ოჯახთან ახლოს ყოფნის სურვილი დაასახელა. 2008-09 სეზონის განმავლობაში მათეუსი ნეთანიის „მაკაბიში“ მუშაობდა. 2009 წლის აპრილში, კლუბის ხელმძღვანელობამ მათეუსი გაათავისუფლა. მათეუსის ხელმძღვანელობით მაკაბიმ 45 მატჩი გამართა, 19-ში გაიმარჯვა, 14 ფრედ დაასრულა, 12-ში კი დამარცხდა.
მათეუსი ასევე თავკაცობდა ზალცბურგის „რედ ბულსს“, უნგრეთისა და ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებებს. უნგრეთის ნაკრებში მათეუსი 003 წლის 14 დეკემბერს დაინიშნა და პოსტზე 2005 წლის ბოლომდე დარჩა. შედეგები ასეთი იყო: 28 მატჩში 11 მოგება, 3 ფრე და 14 წაგება. ბულგარეთის ნაკრებში მათეუსი 2010 წლის სექტემბერიდან 1-წლიანი კონტრაქტით მუშაობდა. 2011 წლის სექტემბერში ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციამ ის პოსტიდან დაითხოვა. 11 მატჩი, 3 მოგება, 3 ფრე და 3 წაგება - ასეთი იყო მათეუსის მონაგარი ბულგარეთის ეროვნულ გუნდში.
2014 წლის ნოემბერში საქართველოს მწვრთნელი,თემურ ქეცბაია გადადგა და დანდი იუნაიტედში წავიდა. ახალ მწვრთნელად განიხილებოდა სხვადასხვა კანდიდატი, მათ შორის ლოთარ მათეუსიც, რადგან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მათეუსის აგენტისგან შეთავაზება მიიღო.[3]
პერიოდი | კლუბი | თამაში/გოლი | ტიტული | |
---|---|---|---|---|
1979-84 | ბორუსია მიონხენგლადბახი | 162 / 36 | ||
1984-88 | ბაიერნი (მიუნხენი) | 113 / 57 | გერმანიის ჩემპიონი:1985, 1986, 1987 გერმანიის თასი:1986 | |
1988-92 | ინტერი | 115 / 40 | უეფას თასი:1991 იტალიის ჩემპიონი:1989 იტალიის სუპერ თასი:1989 | |
1992-2000 | ბაიერნი (მიუნხენი) | 189 / 28 | უეფას თასი:1996 გერმანიის ჩემპიონი:1994, 1997, 1999, 2000 გერმანიის თასი:1998, 2000 | |
2000 | მეტროსტარსი | 16 / 0 | ||
1980-2000 | გერმანია | 150 / 23 | მსოფლიოს ჩემპიონი:1990 მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი: 1982, 1986 ევროპის ჩემპიონი: 1980 | |
პირადი მიღწევები | ||||
1990 | მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი | |||
1990 | ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი | |||
1990 | ჟურნალ მსოფლიო ფეხბურთის ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი | |||
1991 | ფიფას წლის ფეხბურთელი | |||
1990, 1999 | გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.