From Wikipedia, the free encyclopedia
ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხი (გერმ. Leopold Ritter von Sacher-Masoch; დ. 27 იანვარი, 1836 — გ. 9 მარტი, 1895) — ავსტრიელი მწერალი და ჟურნალისტი. მისი სახელიდან მომდინარეობს ტერმინი მაზოხიზმი. ავტორია ნაწარმოებისა „ვენერა ქურქში“.
ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხი | |
---|---|
გერმ. Leopold Ritter von Sacher-Masoch | |
დაბადების თარიღი | 27 იანვარი, 1836 |
დაბადების ადგილი | ლვივი[1] |
გარდაცვალების თარიღი | 9 მარტი, 1895 |
გარდაცვალების ადგილი | ლინდჰაიმი |
დასაფლავებულია | Lindheim Castle |
ფსევდონიმი | Charlotte Arand[2] და Zoë von Rodenbach[2] |
საქმიანობა | ჟურნალისტი, მწერალი[3] , უნივერსიტეტის პროფესორი და ისტორიკოსი |
ენა | გერმანული ენა |
მოქალაქეობა | ავსტრიის იმპერია |
ალმა-მატერი | გრაცის უნივერსიტეტი |
Magnum opus | ვენერა ქურქში |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი |
მეუღლე | Wanda von Sacher-Masoch |
ხელმოწერა | |
გრაცის უნივერსიტეტში სწავლობდა სამართალს, ისტორიასა და მათემატიკას. ამავდროულად იყო ავტორი და მთხრობელი რეალისტური რომანებისა, სადაც აღწერილია გალისიური და ებრაული საზოგადოებები („მადიარების ბოლო მეფე“, 1867; „გალიური მოთხრობები“, 1876; „პოლონელი ებრაელების ამბები“, 1886).
ზახერ-მაზოხს სახელი ეროტიკულმა რომანებმა მოუხვეჭა („ვენერა ქურქში“, 1870; „ვენის მესალინები“, 1874; „ყალბი ყარყუმი“, 1873-1879; „სასტიკი ქალები“, 1907 გარდაცვალების შემდეგ), რომლებშიც აღწერილია პარაფილია, რომელიც მისთვის იყო დამახასიათებელი და რომელსაც მოგვიანებით, ფსიქიატრმა და ნევროლოგმა რიჩარდ ფონ კრაფტ-ებინგმა მაზოხიზმი უწოდა. მისმა მეუღლემ 1895 წელს ის მანჰაიმის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსა, სადაც იმავე წელს გარდაიცვალა. ზოგი მეცნიერის აზრით, ლეოპოლდი 10 წლის შემდეგ გარდაიცვალა იმავე კლინიკაში.[4]
მისი პირადი ცხოვრება ცნობილი გახდა მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ, როდესაც აურორა ფონ რუმელინმა (რომელზედაც იგი 1873 წელს დაქორწინდა და რომელიც მისი მეუღლე დაახლოებით 10 წლის განმავლობაში იყო) 1905 წელს გამოაქვეყნა მისი მოგონებები ვანდა ფონ ზახერ-მაზოხის ფსევდონიმით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.