From Wikipedia, the free encyclopedia
ლგბტ უფლებები სომხეთში ― 2003 წლიდან სომხეთში ჰომოსექსუალობა ლეგალურია, თუმცა ქვეყანაში არ არსებობს კანონი, რომელიც დაიცავს ლგბტ პირებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციისაგან. აღსანიშნავია, რომ სომხურ საზოგადოებაში გაბატონებულია ლგბტ პირების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება.
დეკრიმინალიზების მიუხედავად, 2003 წლის შემდეგ სომხეთში ლგბტ პირების მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა[1]. უამრავი სომეხი ლგბტ შიშობს, რომ ისინი უარყოფილნი იქნებიან ოჯახისა და მეგობრების მხრიდან მათი იდენტობის გამჟღავნების შემთხვევაში, რის გამოც მათი უმეტესობა ამის საიდუმლოდ შენახვას ამჯობინებს[2].
სომხური საზოგადოების უმეტეს ნაწილში ჰომოსექსუალობა ტაბუდადებულ თემად რჩება. 2012 წლის კვლევით, კორესპონდენტთა 55%-მა განაცხადა, რომ ისინი შეწყვეტდნენ მეგობართან ან ნათესავთან ურთიერთობას იმ შემთხვევაში, თუ ის ლგბტ აღმოჩნდება. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სომეხთან 70% ლგბტ-დ ყოფნას „უცნაურად“ მიიჩნევს[3]. უფრო მეტიც, არ არსებობს იურიდიული უზრუნველყოფა ამ პირების უფლებების დაცვისა, რომელიც რეგულარულად ირღვევა[4][5]. სომხეთი ევროპის 49 ქვეყნიდან 47-ე ადგილზეა ლგბტ უფლებების კუთხით, 48-ე და 49-ე ადგილებს კი მისი მეზობელი აზერბაიჯანი და რუსეთი იკავებენ[6].
ბევრი ლგბტ პირი აცხადებს, რომ ეშინია ძალადობის სამსახურსა და ოჯახშიც კი, შესაბამისად, არ შეიტანენ საჩივრებს ადამიანის უფლებების დარღვევის, ან სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ[7].
2011 წელს სომხეთმა გაეროსთან ხელი მოაწერა „ერთობლივ განცხადებას ძალადობის აქტების დასრულებისა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ“, რომელიც გმობს ლგბტ პირთა მიმართ ძალადობასა და დისკრიმინაციას[8]. 2017 წლის 3 ივლისს სომხურმა კონსტიტუციამ ლეგალურად სცნო საზღვარგარეთ ჩატარებული ერთსქესიანი ქორწინება[3].
1920-1991 წლებში, როდესაც სომხეთი საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, ჰომოსექსუალობა არალეგალური იყო და კანონით ისჯებოდა. მიუხედავად სომხეთის დამოუკიდებლობისა, 2003 წლამდე იგი ემორჩილებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის სისხლის სამართლის კოდექსს, რომლის 121-ე მუხლის მიხედვითაც, ორ მამაკაცს შორის სექსუალური კავშირი ჯარიმდებოდა. აღსანიშნავია, რომ კანონი სჯიდა მხოლოდ მამაკაცთა შორის პენეტრაციულ კავშირს, ხოლო ლესბოსელთა და არაინფერაციული გეი ურთიერთობა კანონში ნახსენები არ იყო.
ყურადსაღებია სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლიც, რომელიც 1936 წელს ჩაემატა და რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალური კავშირისათვის მინიმალური სასჯელი ხუთწლიანი პატიმრობა ან გამოსასწორებელ ბანაკში გაშვება იყო.
სიკვდილით დასჯა და ანტიგეი კანონი 2001 წელს გაუქმდა სომხეთში, რაც აუცილებელი პირობა იყო სომხეთის ევროსაბჭოში მისაღებად[9][10]. 2002 წლის დეკემბერში სომხეთის ეროვნულმა კრებამ დაამტკიცა ანტიგეი კანონის სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღება. 2003 წლის 1 აგვისტოს სომხეთის პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა მოახდინა მისი რატიფიცირება, რითაც სომხეთში დასრულდა გეი მამაკაცების მიმართ წლების განმავლობაში მიმდინარე რეპრესიები.
სომხეთში ანტიგეი კანონის უკანასკნელი მსხვერპლი იყო ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც 1999 წელს სამი თვით დააპატიმრეს სხვა მამაკაცთან სექსუალური კავშირისათვის. ხსენებულმა მამაკაცმა მოგვიანებით ინტერვიუში დაგმო ციხის მცველებისაგან მისადმი განხორციელებული შეურაცხყოფა და არასათანადო მოპყრობა, ასევე გაიხსენა კორუმპირებული მოსამართლე, რომელმაც სასჯელის ვადა საგრძნობლად შეუმცირა 1,000 აშშ დოლარის სანაცვლოდ.
სომხური კონსტიტუციის მიხედვით, სექსუალური კავშირისათვის ნებადართული ასაკი 16 წელი გახდა, განურჩევლად სქესისა და სექსუალური ორიენტაციისა.
ერთსქესიანი ქორწინება და სამოქალაქო გაერთიანება სომხეთში არალეგალურია და ერთი სქესის მქონე ადამიანთა ქორწინებას ზღუდავს სომხეთის კონსტიტუცია[11].
2017 წლის 3 ივლისს იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ საზღვარგარეთ გაფორმებული ყველა ქორწინება სომხეთშიც მოქმედებს, მათ შორის ერთი სქესის მქონე პირთა ქორწინებაც[12][13]. თუმცა, 2021 წლის მდგომარეობით, ეს აღიარება ჯერ კიდევ არაა დოკუმენტირებული[14].
2017 წლის ბოლოს, სომხური სამოციქულო ეკლესიის მოძღვარმა ვასქენ მოვსესიანმა, რომელიც ერთ-ერთი მაღალჩინოსანი სასულიერო პირია, გამოხატა თავისი პირადი მხარდაჭერა ერთსქესიანი ქორწინების მიმართ და გახდა ერთსქესიანი ქორწინების ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერი სომხეთში. მოვსესიანმა Equality Armenia-სთან მიცემულ ინტერვიუში ლგბტ პირების დევნა და შევიწროვება თურქების მიერ განხორციელებულ სომეხთა გენოციდს შეადარა და განაცხადა:[12] [13]
აღსანიშნავია, რომ Equality Armenia-სა და მისი მხარდამჭერების მთავარ მიზანს სომხეთში ერთსქესიანი ქორწინების დაკანონება წარმოადგენს[15]. 2018 წელს სომხეთის მთავრობამ უარყო დეპუტატ ტიგრან ურიხანიანის შეთავაზება, რომ ერთსქესიანი ქორწინებისათვის დამატებითი აკრძალვები წაეყენებინათ[16]. 2019 წლის 26 აგვისტოს კი სომხეთის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთი არ სცნობს ერთსქესიან ქორწინებას[17].
მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი იყო ერთ-ერთი პირველი კავკასიური ქვეყანა, რომელმაც დაამტკიცა 2008 წლის გაეროს დეკლარაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ, 2021 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში არ არსებობს კანონი, რომელიც ლგბტ პირებს დისკრიმინაციისგან დაიცავს. 2011 წლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ სომხეთში მცხოვრებ ადამიანთა 50% „გულგრილად აივლის“ თუ ლგბტ პირზე ძალადობის მომსწრენი გახდებიან[3].
ILGA Europe ატარებს სომხეთში ლგბტ უფლებების წინსვლასთან დაკავშირებულ საქმიანობას, რომელშიც ჩართულია შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია და სამოქალაქო საზოგადოება.
სომხეთში ლგბტ პირებს სამხედრო სამსახურში მსახურება არ შეუძლიათ. როგორც წესი, იქ გეი მამაკაცები „მენტალურად ავადმყოფად“ აღიქმებიან და იგზავნებიან ფსიქიატრთან[18].
2013 წელს სომხეთის პოლიციამ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც კრძალავდა „არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობას“ და ახალგაზრდებში ლგბტ „პროპაგანდის“ ხელშეწყობას, რომელიც წააგავდა რუსეთის ანტიგეი კანონს[19]. პოლიციის სპიკერმა აშოტ აჰარონიანმა განაცხადა, რომ კანონპროექტი წარდგენილი იყო საზოგადოებაში ჰომოსექსუალობის გავრცელების შიშის გამო. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის ვარისფერმა სომეხთმა, განაცხადეს, რომ ეს იყო მცდელობა საზოგადოების ყურადღების გადატანისა ქვეყანაში არსებული სხვა სოციალური საკითხებისაგან. საბოლოოდ კანონპროექტი უარყოფილ იქნა[20].
2018 წელს ქრისტიან ლგბტ ჯგუფს მოუწია გაეუქმებინა დაგეგმილი მარშები და ღონისძიებები პოლიტიკური და რელიგიური ლიდერების მხრიდან „მუდმივი მუქარისა“ და „ორგანიზებული დაშინების“ გამო, ასევე „პოლიციის მხრიდან არასრული მზადყოფნის გამო“[21].
ერთნაირსქესიანთა სექსუალური აქტივობა ლეგალურია | (2003 წლიდან) |
სექსუალური ცხოვრების დასაწყისი ასაკი (16) | (2003 წლიდან) |
ანტიდისკრიმინაციული კანონები დასაქმების დროს | |
ანტიდისკრიმინაციული კანონები საქონლისა და მომსახურების მიწოდებაში | |
ანტიდისკრიმინაციული კანონები ყველა სხვა სფეროში (მათ შორის, არაპირდაპირი დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა) | |
ერთნაირსქესიანთა ქორწინება | (კონსტიტუციური ბანი 2015 წლიდან)
(საზღვარგარეთ ჩატარებული ქორწინება ლეგალურია,2017 წლიდან) |
ერთნაირსქესიანი წყვილების აღიარება | (შემოთავაზებული) |
შვილად აყვანა ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ | |
ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ ერთობლივად შვილის აყვანა | |
ლგბტ ადამიანებს სამხედრო სამსახურში ღიად მსახურობის უფლება აქვთ | |
სქესის შეცვლის იურიდიული უფლება | |
მესამე გენდერი | |
IVB-ზე დაშვება ლესბოსელი წყვილებისთვის | |
კომერციული სუროგატი გეი მამაკაცი წყვილებისთვის | |
მსმ- ებს სისხლის დონაციის უფლება აქვთ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.