უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეებ From Wikipedia, the free encyclopedia
ლატფარის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს სვანეთის ქედზე, მდინარეების ლამუშურისწყლისა (ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი) და ვალეეშის (ენგურის მარცხენა შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2830 მ. ლატფარის უღელტეხილის მიდამო აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით. საჭაპანო გზით აკავშირებს ქვემო სვანეთს (ცხენისწყლის აუზი) ზემო სვანეთთან (ენგურის აუზი).
ლატფარის უღელტეხილი | |
---|---|
ლატფარის უღელტეხილი | |
კოორდინატები: 42°52′53″ ჩ. გ. 42°56′47″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
სიმაღლე | 2830 მ |
ქედი | სვანეთის ქედი |
გამავალი გზა | საჭაპანო |
აკავშირებს | ქვემო სვანეთს ზემო სვანეთთან |
ამგებელი ქანები | იურული თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
ფლორა | სუბალპური და ალპური მდელოები |
სურათები ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.