![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/6a/Volsci.jpg/640px-Volsci.jpg&w=640&q=50)
ლათინები
From Wikipedia, the free encyclopedia
ლათინები — ძველი იტალიკური ტომი. მისი სახელწოდება ტიტუს ლივიუსის ცნობით წარმოდგება მითიური მეფე ლათინოსისგან. იტალიაში დასახლების შემდეგ სახლოდბნენ ლაციუმის ოლქში. იტალიაში მათი დასახლების დრო და გზები უცნობია. სავარაუდოდ ლათინები ეთნიკურად სიკულებისა და უმბროსაბელების ტომობრივი ელემენტების გაერთიანებას წარმოადგენდნენ. ლათინებმა განიცადეს ტერამარის და ვილანოვის კულტურების ზეგავლენა, მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ეტრუსკებთან, მათი მეშვეობით მიიღეს ბერძნული დამწერლობა. ლათინები მისდევდნენ მიწათმოქმედებას და მწყემსობას. ძვ. წ. I ათასწლეულში ქალაქ ალბალონგის მეთაურობით შექმნეს ლათინთა კავშირი. საბინებთან ერთად ლათინებმა შექმნეს ძველი რომის სახელმწიფო. რომაელები ლათინთა ტომის ცალკცეულ ნაწილად ითვლებიან.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/6a/Volsci.jpg/320px-Volsci.jpg)