From Wikipedia, the free encyclopedia
ლაბრადორი (ლაბრადორის ნახევარკუნძულის სახელის მიხედვით, სადაც ცნობილია მისი საბადო) — პლაგიოკლაზების ჯგუფის მინერალი. წარმოადგენს ალბიტისა და ანორთიტის იზომორფულ ნარევს (ანორთიტის შემცველობა 51-70 %-ია). კრისტალდება ტრიკლინურ სინგონიაში. უფერო, თეთრი ან მონაცისფროა, ახასიათებს ირიზაცია. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 6; სიმკვრივე 2680-2720 კგ/მ³. ლაბრადორი მრავალი მაგმური და მეტამორფული ქანის შემადგენელი მინერალია. ქანს, რომელიც თითქმის მხოლოდ ლაბრადორისგან შედგება, ლაბრადორიტს უწოდებენ.
ლაბრადორი | |
---|---|
იდენტიფიკაცია | |
ფერი | უფერო, თეთრი ან მონაცისფრო |
კრისტალის სინგონია | ტრიკლინური |
სიმაგრე მოოსის სკალით | 6 |
სიმკვრივე | 2680-2720 კგ/მ³ კგ/მ³ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.