From Wikipedia, the free encyclopedia
კურტ ლევინი (დ. 9 სექტემბერი, 1890 — გ. 12 თებერვალი, 1947) — გერმანული წარმოშობის ფსიქოლოგი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ამერიკულ სოციალურ ფსიქოლოგიაზე. ფართო ინტერესების მქონე ფსიქოლოგის მოსაზრებებმა, მრავალ ჰიპოთეზას ჩაუყარა საფუძველი. ის კარგად იცნობდა ფიზიკას, მათემატიკას, ბიოლოგიას. დაინტერესებული იყო ზოგადმეცნიერული, მეთოდოლოგიური საკითხებით.
კურტ ლევინი | |
---|---|
გერმ. Kurt Lewin | |
დაბ. თარიღი | 9 სექტემბერი, 1890[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
დაბ. ადგილი | Mogilno[1] |
გარდ. თარიღი | 12 თებერვალი, 1947[1] [2] [3] [4] [5] [7] (56 წლის) |
გარდ. ადგილი | Newtonville |
მოქალაქეობა |
გერმანია აშშ |
საქმიანობა | ფსიქოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი და ეკონომისტი |
მუშაობის ადგილი | კორნელის უნივერსიტეტი, დიუკის უნივერსიტეტი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი, ფრაიბურგის უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი[8] |
განთქმული მოსწავლეები | Beatrice Wright |
გავლენა მოახდინეს | |
კურტ ლევინი დაიბადა 1890 წლის 9 სექტემბერს, პრუსიაში ქალაქ მოგილნოში, ებრაელთა ოჯახში. სწავლობდა მიუნჰენის, ფრაიბურგისა და ბერლინის უნივერსიტეტებში. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე გაიწვიეს ჯარში, სადაც ოთხი წელი იმსახურა. იყო მძიმედ დაჭრილი, დაიმსახურა არაერთი საბრძოლო ჯილდო. ომის მერე გერმანიაში დაბრუნებული, აქტიურად ჩაერთო პედაგოგიურ და კვლევით საქმიანობაში, ბერლინის უნივერსიტეტში. 1933 წლის აგვისტოში, გერმანიაში ფაშისტური წყობილების დამყარების გამო იძულებული გახდა აშშ-ში გადასახლებულიყო სადაც ჯერ სტენფორდის და შემდეგ კორნელის უნივერსიტეტებში მოღვაწეობდა. 1945 წელს დააარსა და სათავეში ჩაუდგა ჯგუფური დინამიკის კვლევით ცენტრს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში.
კურტ ლევინი 1947 წლის 12 თებერვალს, 56 წლის ასაკში, აშშ-ში, გარდაიცვალა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.