კუმამოტოს პრეფექტურა
From Wikipedia, the free encyclopedia
კუმამოტოს პრეფექტურა (იაპ. 熊本県,) — პრეფექტურა იაპონიაში, რომელიც მდებარეობს კუნძულ კიუსიუზე.[1] კუმამოტოს პრეფექტურის მოსახლეობა შეადგენს 1 748 134 ადამიანს (2019 წლის 1 ივნისის მონაცემებით) და მას უჭირავს 6 409 კვადრატული კილომეტრის ფართობი. კუმამოტოს პრეფრქტურას ესაზღვრება: ფუკუოკას პრეფექტურა - ჩრდილოეთით, ოიტას პრეფექტურა - ჩრდილო-აღმოსავლეთით, მიაზაკის პრეფექტურა - სამხრეთ-აღმოსავლეთით და კაგოშიმას პრეფექტურა - სამხრეთით. კუმამოტო არის კუმამოტოს პრეფექტურის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. სხვა, დიდ ქალაქებს შორისაა: იაცუშირო, ამაკუსა და ტამანა.[2] კუმამოტოს პრეფექტურა მდებარეობს კიუსიუს ცენტრში, არიაკის ზღვის სანაპიროზე, ნაგასაკის პრეფექტურის მოპირდაპირედ, მისი მთავარი ტერიტორიიდან აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაით გამოყოფილია ამაკუსას არქიპელაგი. კუმამოტოს პრეფექტურაში მდებარეობს ასოს მთა, ყველაზე დიდი მოქმედი ვულკანი იაპონიაში და ყველაზე დიდი მსოფლიოში, რომლის მწვერვალიც ზღვის დონიდან 1,592 მეტრია.
კუმამოტოს პრეფექტურა 熊本県 | |
---|---|
კუმამოტოს პრეფექტურა იაპონიის რუკაზე | |
მდებარეობა | |
ქვეყანა | იაპონია |
რეგიონი | კიუსიუ |
კუნძული | კიუსიუ |
კოორდინატები | 32°43′ ჩ. გ. 130°40′ ა. გ. |
ინფორმაცია | |
ადმინისტრაციული ცენტრი | კუმამოტო |
ISO 3166-2:JP | JP-43 |
სტატისტიკა | |
ფართობი | 7 409.48 კმ² (15) |
მოსახლეობა | (2019) |
სულ | 1 748 134 ად. (23) |
სიმჭიდროვე | 249 ად./კმ² |
რაიონი | 9 |
მუნიციპალიტეტი | 45 |
სიმბოლიკა
პრეფექტურის ემბლემა | |
ხე | Cinnamomum camphora |
ყვავილი | Gentiana scabra var. buergeri |
ფრინველები | Alauda arvensis |
ადმინისტრაცია | |
გუბერნატორი | იკუო კაბაშიმა |
ოფიციალური საიტი (იაპონური) |