კრონოსი
From Wikipedia, the free encyclopedia
კრონოსი (Kronos, რომ saturnus) — მეორე თაობის დიდი ღმერთი, ოლიმპოს ღმერთების წინანდელი, ურანოსის და გეას შვილი, უმცროსი ტიტანი. დედის (დედამიწის) შემწუხებელი ურანოსი რომ დაასაჭურისა (ასო წაჰკვეთა), დანარჩენ ტიტანებზე ამაღლდა და გახდა ღმერთების პირველი მბრძანებელი. დადგა ოქროს ხანა. ასე ახსნეს ბერძნებმა მორიგი კოსმოგონიური მოვლენა, ცისა და მიწის გაყოფა. ცოლად შეირთო თავისი და - რეა, რომელმაც შვა ჰესტია, დემეტრე, ჰერა, ჰადესი, პოსეიდონი, ზევსი, კენტავრი ქირონი კი ფილირასაგან ჰყავდა. გეამ უწინასწარმეტყველა: „შენც შენი შვილი დაგამხობსო“, ამიტომ ახალშობილ შვილებს ყლაპავდა, რომ თავისი ბატონობა უზრუნველეყო.
კრონოსი | |
---|---|
მითოლოგია: | ძველი საბერძნეთის რელიგია და ბერძნული მითოლოგია |
სხვა კულტურებში: | სატურნი და Saturn |
სქესი: | მამრობითი |
მამა: | ურანოსი[1] |
დედა: | გეა[1] |
და-ძმა: | რეა[2] , Iapetos, Hyperion, თემიდა, თეია, ოკეანოსი და ტეთისი (მითოლოგია) |
მეუღლე: | რეა[1] |
შვილები: | ზევსი[1] , ჰესტია[1] , ჰადესი[1] , პოსეიდონი[1] [3] , დემეტრა[1] , ჰერა[1] [4] , Enyalius, ქირონი, Dolops, ერინიები, Moirae, Kreios და Doloncus |
გამოსახულებები |
ასე შთანთქა ყველანი ზევსის გარდა, რომელიც რეამ ცბიერებით იხსნა: ჩვრებში გახვეული ქვა შეუგდო პირში, ყრმა კი გადამალა იდას მთაგრეხილზე, დიქტეს გამოქვაბულში, სადაც თხა ამალთეა კვებავდა, კურეტები იცავდნენ, ნიმფები უვლიდნენ. მერე ზევსმა ტიტანომაქია ატეხა. დაამხო კრონოსი და გეას შემწეობით თუ მეტისის დახმარებით აიძულა ჩაყლაპული შვილები უკანვე ამოენთხია. ამიერიდან ის შებოჭილი წევს ქვესკნელში სხვა ტიტანებთან ერთად, ან ნეტართა კუნძულზე მსაჯულობს, რადამანთისთან ერთად, როგორც ჰესიოდე და პინდარე ვარაუდობენ.