![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c4/Christopher_Nolan%252C_London%252C_2013_%2528crop%2529.jpg/640px-Christopher_Nolan%252C_London%252C_2013_%2528crop%2529.jpg&w=640&q=50)
კრისტოფერ ნოლანი
From Wikipedia, the free encyclopedia
კრისტოფერ ნოლანი (დ. 30 ივლისი, 1970) — ბრიტანელ-ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია ფსიქოლოგიური თრილერი „მემენტო“ და „ბნელი რაინდი“, რომლებითაც მოიპოვა აღიარება.
კრისტოფერ ნოლანი | |
---|---|
![]() | |
მშობლიური სახელი | Christopher Nolan |
დაბადების სახელი | კრისტოფერ ედუარდ ნოლანი[1] |
დაბადების თარიღი |
30 ივლისი, 1970 (1970-07-30) (53 წლის) ლონდონი, ინგლისი |
საქმიანობა | კინორეჟისორი, სცენარების ავტორი, კინოპროდიუსერი |
აქტიური | 1998–დღემდე |
მეუღლე(ები) | ემა თომასი |
შვილ(ებ)ი | 4 |
ნათესავები |
ჯონათან ნოლანი (ძმა) მეთიუ ნოლანი (ძმა) ჯონ ნოლანი (ბიძა) კიმ ჰარტმენი (დეიდა) |
ნოლანმა სარეჟისორო კარიერა დაიწყო ფილმით „დევნა“ 1998 წელს. მას მოჰყვა ფსიქოლოგიური თრილერი „მემენტო“, რისთვისაც მან ოსკარზე ნომინაცია მოიპოვა საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის. 2002-2006 წლებში გამოვიდა კრისტოფერის ფილმები, „ინსომნია“, „ბეტმენი: დასაწყისი“ და „პრესტიჟი“. ნოლანის შემდეგი ბლოკბასტერის, „ბნელი რაინდის“ შემოსავალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა და წლის ყველაზე შემოსავლიანი სურათი გახდა. 2010 წელს მან კიდევ ერთი ფილმი გადაიღო Warner Bros.-ისთვის. „დასაწყისი“ მისი პირველი და ერთადერთი ფილმია, რომელმაც ნომინაცია მოიპოვა ოსკარზე საუკეთესო სურათისთვის, თუმცა მოულოდნელად კრისტოფერ ნოლანი ვერ მოხვდა ნომინანტ რეჟისორთა სიაში.[2] 2012 წლის 16 ივლისს, ნოლანის რეჟისორობით, გამოვიდა ბეტმენის მესამე და დასკვნითი ნაწილი, „ბნელი რაინდი: აღზევება“. ის ასევე არის „ფოლადის ადამიანის“ პროდიუსერი, რომელიც რეჟისორმა ზაკ სნაიდერმა გადაიღო. 2014 წელს გამოვიდა მისი ჯერჯერობით უკანასკნელი ფილმი „ვარსკვლავთშორისი“.
ის ხშირად მუშაობს თავის ძმასთან, სცენარისტ ჯონათან ნოლანთან და მსახიობებთან, კრისტიან ბეილთან და მაიკლ კეინთან ერთად. ნოლანი არის კომპანია Syncopy Films-ის თანადამაარსებელი მეუღლესთან, ემა თომასთან ერთად. აქვს ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს ორმაგი მოქალაქეობა.