კოტაბატო (ქალაქი)
From Wikipedia, the free encyclopedia
კოტაბატო (ოფიციალურად ქალაქი კოტაბატო (მაგ: Ingud nu Kutawatu;; ტაგ: Lungsod ng Cotabato) — მესამე კლასის დამოუკიდებელი შემადგენელი ქალაქი ფილიპინებში, მაგინდანაოს პროვინციაში, ბანგსამოროს რეგიონში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 299 438 ადამიანს შეადგენს და ფილიპინებში დამოუკიდებელ შემადგენელ ქალაქებს შორის ყველაზე მეტად დასახლებული ქალაქია.
კოტაბატო Kuta Watu | |||||
| |||||
ქვეყანა | ფილიპინები | ||||
---|---|---|---|---|---|
კოორდინატები | 7°13′00″ ჩ. გ. 124°15′00″ ა. გ. | ||||
ფართობი | 176.00 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 102 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 325 079 (1 მაისი, 2020)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||||
სატელეფონო კოდი | 64 | ||||
საფოსტო ინდექსი | 9600 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.cotabatocity.ph | ||||
კოტაბატო ადრე ფილიპინების XII რეგიონის რეგიონულ ცენტრს წარმაოდგენდა, მაგრამ ბანგსამოროს ორგანული კანონის რატიფიცირების შემდეგ ბანგსამოროს შემადგენლობაში აღმოჩნდა და მისი რეგიონული ცენტრი გახდა. ქალაქი გეოგრაფიულად მაგინდანაოს პროვინციაში მდებარეობს, მაგრამ დამოუკიდებელი შემადგენელი ქალაქის სტატუსი გაგმო პროვინციული მთავრობის რეგულაციებისგან თავისუფალია. სტატისტიკური მიზნებით ფილიპინების სტატისტიკის სააგენტო კოტაბატოს დამოუკიდებელ ერთეულად გამოყოფს.