From Wikipedia, the free encyclopedia
კორორი (ინგლ. Koror; ასევე ორეორი (ინგლ. Oreor) — კუნძული წყნარ ოკეანეში. ადმინისტრაციულად შედის მიკრონეზიული სახელმწიფო პალაუს კორორის შტატის შემადგენლობაში. კუნძულზე მდებარეობს ქვეყნის ყოფილი დედაქალაქი, ქალაქი კორორი.
მშობ. სახელი: ინგლ. Koror | |
---|---|
პალაუს რუკა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | |
ფართობი | 9,3 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 100 მ |
პალაუ | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 12 676 (2005) |
სიმჭიდროვე | 1363,011 ად. /კმ² |
კორორი შედარებით მცირე კუნძულია წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, პალაუს კუნძულებში. უახლოესი მატერიკი, აზია, მდებარეობს დაახლოებით 2500 კმ-ში.[1]
გეოლოგიური თვალსაზრისით, კუნძულს აქვს შერეული ვულკანური და მარჯნული წარმოშობა.[1] კლიმატი ტროპიკულია. კუნძული განიცდის ტროპიკული ციკლონის ნეგატიურ ზემოქმედებას. კუნძულის ნაწილი დაფარულია ხშირი ტროპიკული ტყეებით.[1]
კუნძულის პირველი აღმომჩენელის ზუსტი სახელი უცნობია. მაგრამ XIX საუკუნიდან კუნძულ კორორს რეგულარულად სტუმრობდნენ ევროპელი ვაჭრები და მოგზაურები. 1843 წელს კუნძულს ეწვია ბრიტანელი მოგზაური ენდრიუ ჩეინი, რომელმაც იქ შექმნა სამედიცინო სადგური. შემდგომში, 1865 წელს ზღვაოსნის მეორე ვიზიტის დროს იგი კინაღამ მოკლეს ადგილობრივმა ბელადებმა, იმის გამო გაბოროტებულებმა, რომ ჩეინიმ გამოისყიდა კუნძულ ბაბელდაობის ნაწილი და აიძულა ადგილობრივი მაცხოვრებლები მისთვის დაეჭირათ და შეეგროვებინათ ჰოლოთურიები, რომლებიც ძვირად ფასობდა დასავლეთის ქვეყნებში.[2] მაგრამ იგი მაინც მოკლეს, ოღონდ 1866 წელს.[2]
2005 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად, კუნძულ კორორის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 12 676 ადამიანს. ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია — ქალაქი კორორი, რომელსაც 2006 წლამდე ჰქონდა პალაუს დედაქალაქის სტატუსი.
ეკონომიკის საფუძველია — სოფლის მეურნეობა, თევზჭერა. აქტიურად ვითარდება ტურიზმი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.