კორნუოლის და დასავლეთ დევონის სამთო მოპოვებითი ლანდშაფტი
From Wikipedia, the free encyclopedia
კორნუოლის და დასავლეთ დევონის ლანდშაფტი (ინგლ. Cornwall and West Devon Mining Landscape) — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი დიდი ბრიტანეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რომელიც კორნუოლისა და დევონის რაიონებს მოიცავს.
კორნუოლის და დასავლეთ დევონის სამთო მოპოვებითი ლანდშაფტი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iii, iv |
სია | |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 50°08′10″ ჩ. გ. 05°23′01″ დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2006 (30-ე სესია) |
ნომერი | 1215 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
XVI საუკუნის შუა წლებიდან, კორნუოლი და დევონი კალის უზარმაზარ რაოდენობას აწარმოებდნენ. 1540-იანი წლების შემდეგ, კორნუოლის მარაგი ამოიწურა, ხოლო დეივონის მარაგები ჯერ კიდევ არსებობდა, მაგრამ კორნუელისას ბევრად ჩამორჩებოდა. მისი მცირე შემოსავლიანობის გამო, მეფემ ისიც მალე დახურა.
XVIII-XIX საუკუნეების განმავლობაში, კორნუოლისა და დასავლეთ დევონის ლანდშაფტმა სრულიად ახალი სახე მიიღო. ამჯერად აქ ფოლადისა და კვლავ კალის ღრმა მაღაროები გათხარეს. XIX საუკუნის დასაწყისში, ამ არეალში იწარმოებოდა მსოფლიო ფოლადის 2/3. ამ ყველაფერმა არაერთი ახალი ქალაქისა და ნავსადგურის აშენება და ეკონომიკის განვითარება გამოიწვია.
1860-იან წლებში ფოლადის მარაგი ამოიწურა და წარმოების მთელი კონცენტრაცია კალაზე გადავიდა. მეტალურგიული მრეწველობის პროცესი ამ ტერიტორიაზე საბოლოოდ 1998 წელს შეწყდა, როდესაც დაიხურა სამხრეთ კროფტის მაღარო, უკანასკნელი კალის მაღარო ევროპაში.