From Wikipedia, the free encyclopedia
კონტინენტი, იგივე მატერიკი — ხმელეთის დიდი ერთეული, რომელიც გარშემორტყმულია წყლის დიდი მასივებით (ზღვები, ოკეანეები).
კონტინენტი მომდინარეობს ტერმინისაგან „Terre Continente“, რაც „უწყვეტ მიწას“ ნიშნავს, ანუ ეს არის ხმელეთის მასივი, რომლის რომელიმე კუთხეში მისვლა შესაძლებელია ზღვებისა და ოკეანეების გადაულახავად. გარდა ამისა, არ არსებობს ოფიციალური შეთანხმება იმის თაობაზე, თუ რა სიდიდის უნდა იყოს კუნძული, რომ ის განხილულ იქნეს კონტინენტად. საზოგადოდ, გრენლანდია (2.175.600 კმ2) ითვლება ყველაზე დიდ კუნძულად, ხოლო ავსტრალია (7.686.589 კმ2) ყველაზე მცირე კონტინენტად.
მატერიკი მომდინარეობს რუსული სიტყვისაგან матёрный, რაც ქართულად ითარგმნება როგორც მყარი, მაგარი, დიდი. ქართულ სამეცნიერო და პოპულარულ ლიტერატურაში რუსულიდან შემოსული ეს სიტყვა ადრე კონტინენტის სინონიმად იხმარებოდა.
სხვადასხვა ქვეყანაში კონტინენტების რიცხვს სხვადასხვაგვარად მიიჩნევენ, ასე მაგალითად:
გეოლოგიურად დედამიწის ზედაპირი რამდენიმე ტექტონიკური პლატფორმისაგან შედგება. თანამედროვე გეოლოგიურ ეპოქაში არსებობს 6 ასეთი კონტინენტური პლატფორმა, რომლებიც გვაძლევს გეოლოგიურად აღიარებულ 6 კონტინენტს, რომელიც არ ემთხვევა ზემოთ განხილულ არც ერთ მოდელს. ეს დაყოფა ასეთია:
ცხრილი აჩვენებს კონტინენტების და მოსახლეობის რაოდენობას, 7 კონტინენტის პრინციპით. კონტინენტები დალაგებულია მათი ფართობის მიხედვით.[1]
კონტინენტი | ფართობი (კმ²) | მიწის ფართობის წილი მთლიან მიწის ფართობში |
მოსახლეობა | მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში |
სიმჭირდოვე კაცი კმ² |
ყველაზე მეტად დასახლებული ქალაქი |
---|---|---|---|---|---|---|
აზია | 43820000 | 29.5% | 4,164,252,000 | 60% | 95.0 | შანხაი, ჩინეთი |
აფრიკა | 30370000 | 20.4% | 1,022,234,000 | 15% | 33.7 | ლაგოსი, ნიგერია |
ჩრდილოეთი ამერიკა | 24490000 | 16.5% | 542,056,000 | 8% | 22.1 | მეხიკო, მექსიკა |
სამხრეთი ამერიკა | 17840000 | 12.0% | 392,555,000 | 6% | 22.0 | სან-პაულო, ბრაზილია |
ანტარქტიკა | 13720000 | 9.2% | 4,490[2] | 0% | 0.0003 | მაკ-მერდო, აშშ |
ევროპა | 10180000 | 6.8% | 738,199,000 | 11% | 72.5 | მოსკოვი, რუსეთი[3] |
ავსტრალია | 9008500 | 5.9% | 29,127,000 | 0.4% | 3.2 | სიდნეი, ავსტრალია |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.