From Wikipedia, the free encyclopedia
კონსტიტუციური კრიზისი გამბიაში — პოლიტიკური კრიზისი გამბიაში, რომელიც გამოიწვია პრეზიდენტ იაჰია ჯამეს უარმა პრეზიდენტის უფლებამოსილების გასვლის შემდეგ გადადგომაზე და ადამა ბაროუსათვის თანამდებობის გადაცემაზე.
კონსტიტუციური კრიზისი გამბიაში | |||||
---|---|---|---|---|---|
თარიღი | 9 დეკემბერი, 2016 — 20 იანვარი, 2017 | ||||
მდებარეობა | გამბია | ||||
Casus belli | პრეზიდენტ იაჰია ჯამეს უარი არჩევნების შედეგების ცნობაზე. | ||||
მხარეები | |||||
| |||||
მეთაურები | |||||
| |||||
ძალები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
| |||||
კონსტიტუციური კრიზისი გამბიაში ვიკისაწყობში |
მოქმედი პრეზიდენტი იაჰია ჯამე ქვეყანას სათავეში უდგას 1994 წლიდან. 2016 წლის 1 დეკემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნები მან თავდაპირველად ცნო, მაგრამ 8 დღის შემდეგ უარი განაცხადა ეღიარებინა არჩევნების შედეგები. პრეზიდენტმა ჯამემ მიმართა ქვეყნის უზენაეს სასამართლოს გაეუქმებინა არჩევნების შედეგები. დედაქალაქში და ქალაქ სერეკუნდაში შეიყვანა სამხედრო ძალები. საერთაშორისო საზოგადოებამ ძალზედ ნეგატიურად შეაფასა იაჰია ჯამეს ქმედებები. ECOWAS-მა ქვეყანაში გააგზავნა დელეგაცია, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ პრეზიდენტი ჯამე გადადგებოდა თანამდებობიდან არჩევნების შედეგების აღიარების საფუძველზე.
არჩევნებიდან მერვე დღეს 2016 წლის 9 დეკემბერს გამბიის ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ პრეზიდენტმა ჯამემ ქვეყანაში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და აღნიშნა, რომ არ ცნობს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და არჩევნები უნდა ჩაატაროს „დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ“[4][5].
10 დეკემბერს დედაქალაქის ცენტრში გამოჩნდნენ სამხედროები და დადგეს საკონტროლო-გამშვები პუნქტები. მსგავსი ბლოკ-პოსტები გამოჩნდა ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ სერეკუნდაში. ECOWAS-ის და ლიბერიის პრეზიდენტის ელენ ჯონსონ-სირლიფის მცდელობა მოეგვარებინათ პრობლემა, წარუმატებლად დასრულდა — მათი თვითმფრინავი არ შეუშვეს ქვეყნის საჰაერო სივრცეში.
2017 წლის 1 და 2 იანვარს პრეზიდენტმა ჯამემ დახურა სამი რადიოსადგური[6][7]. 3 იანვარს ქვეყანა დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ[8][9].
17 იანვარს, პრეზიდენტის უფლებამოსილების გასვლამდე ერთი დღით ადრე, იაჰია ჯამემ ქვეყანაში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა[10] და ტელევიზიით განაცხადა, რომ დეკემბრის არჩევნების პერიოდში დაფიქსირდა უცხო ქვეყნების აქტიური ჩარევა[11].
ოპოზიციურმა პარტიებმა ჯამე დაადანაშაულეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობაში[12].
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთნავე სენეგალის არმია განლაგდა გამბიის საზღვარზე და ემზადებოდა სამხედრო ჩარევისათვის თუკი გაეროს უშიშროების საბჭო დაამტკიცებდა სამხედრო ჩარევის საკითხს. არმიას ჰაერიდან დახმარებას დაპირდა ნიგერიის საჰაერო ძალები[13].
პოლიტიკური კრიზისის დროს გადადგა გამბიის ვიცე-პრეზიდენტი და მინისტრთა კაბინეტის რვა წევრი[14].
19 იანვარს სენეგალის არმიამ გადალახა საზღვარი და შეიჭრა გამბიაში[15]. ჯარების შესვლა მოხდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საფუძველზე, რომელიც მიიღეს ერთხმად[16].
21 იანვრის ღამით გამბიის პრეზიდენტმა იაჰია ჯამემ სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით განაცხადა, რომ გადადგა პრეზიდენტის თანამდებობიდან[17][18], შემდეგ კი დატოვა ქვეყანა და გადავიდა გვინეაში[19], ხოლო გვინეიდან ეკვატორულ გვინეაში[20].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.