კოლუმბა
From Wikipedia, the free encyclopedia
კოლუმბა (იგივე კრიმთანი (Crimthann), თანამედროვეების მიერ კოლუმბად, კოლუმ კილედ, კოლმ კილედ წოდებული, რაც ნიშნავს „ეკლესიის მტრედს“; დ. 521, გარტანი, დონეგალის საგრაფო, ირლანდია — გ. 9 ივნისი, 597) — ირლანდიელი წმინდანი, ბერი, ქრისტიანობის მქადაგებელი შოტლანდიაში. წმინდა კოლუმბა „ირლანდიის თორმეტი მოციქულიდან“ ერთ-ერთად ითვლება. 563 წელს წმინდა კოლუმბამ შოტლანდიის ტერიტორიაზე პირველი მონასტერი დააარსა და იქ მღვდელი იყო.
სწრაფი ფაქტები კოლუმბა Columba, დაიბადა ...
კოლუმბა Columba | |
---|---|
| |
დაიბადა |
7 დეკემბერი, 521[1] დონეგალის საგრაფო |
გარდაიცვალა |
9 ივნისი, 597[2] [1] (75 წლის) Iona |
დასაფლავებულია | Iona |
ხსენების დღე | 9 ივნისი |
მოღვაწეობა | ბერი და მისიონერობა |
ენა | ლათინური ენა |
ცნობილი ნაშრომები | Cathach of St. Columba |
დახურვა
მისმა ქადაგებამ დიდი როლი ითამაშა „ქრისტიანობის გავრცელებაში ბრიტანელ პიქტებსა და სკოტებს შორის, მოგვიანებით კი ანგლოსაქსებშიც“[3].