კოლონია-ულპია-ტრაიანა
From Wikipedia, the free encyclopedia
კოლონია-ულპია-ტრაიანა (ლათ. Colonia Ulpia Traiana, CUT) — ძველი რომაული ქალაქი გერმანიაში, დღევანდელ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში. მდებარეობდა თანამედროვე ქალაქ ქსანტენთან ახლოს.
ქალაქი დაარსდა რომის იმპერატორ მარკუს ულპიუს ტრაიანეს მიერ და სახელიც მის პატივსაცემად ეწოდა. როგორც კოლონია, იგი ეკუთვნოდა რომის იმპერიის იმ დაახლოებით 150 ქალაქს, რომლებიც ქალაქის უმაღლეს ტიტულს ფლობდნენ და „რომის სახედ“ იწოდებოდნენ. ულპია-ტრაიანა იყო ალპების ჩრდილოეთით მდებარე სიდიდით მესამე დასახლება კლაუდია-არა-აგრიპინენსიუმისა (დღევანდელი კელნი) და ავგუსტა-ტრევერორუმის (ტრირი) შემდეგ. ამავდროულად იგი ქვემო გერმანიის პროვინციის მთავარ დასახლებას წარმოადგენდა. ქალაქში არსებული საჯარო ნაგებობები მიუთითებენ მის მაღალ სტატუსსა და ცენტრალურ მნიშვნელობაზე მის შემოგარენში.