From Wikipedia, the free encyclopedia
კლემენტს (კლემენტ) რობერტ მარკჰემი (ინგლ. Clements Robert Markham; 20 ივლისი 1830, სტილინგფლიტი — 30 იანვარი 1916, ლონდონი) — ინგლისელი გეოგრაფი, მკვლევარი და მწერალი. 1863 წლიდან 1888 წლამდე იკავებდა სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების მდივნის პოსტს, მოგვიანებით იყო ამ საზოგადოების პრეზიდენტი კიდევ თხუთმეტი წლის მანძილზე. ამ პოსტზე ის ძირითადად დაკავებული იყო ბრიტანეთის ეროვნული ანტარქტიკული ექსპედიციის ორგანიზებით (1901-1904), ასევე ხელი შეუწყო რობერტ სკოტის პოლარული კარიერის დაწყებას. კლემენტს მარკჰემი იყო ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი, ასევე აბანოს ორდენის რაინდი-კომანდორი.
კლემენტს რობერტ მარკჰემი | |
---|---|
კლემენტს რობერტ მარკჰემი | |
მშობლიური სახელი | Clements Robert Markham |
დაბადების თარიღი |
20 ივლისი 1830 სტილინგფლიტი, დიდი ბრიტანეთი |
გარდაცვალების თარიღი |
29 იანვარი 1916 ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოფიცერი, მკვლევარი, გეოგრაფი და მწერალი |
მეუღლე(ები) | მინა ჩიჩესტერი |
შვილ(ებ)ი | მარია ლუიზა მარკჰემი |
მშობლები |
მამა: დევიდ მარკჰემი დედა: კეტრინ მარკჰემი |
ჯილდოები |
|
მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მარკჰემი რჩებოდა მოგზაურად და მწერლად. მისი ლიტერატურული ნაშრომები მოიცავენ ისტორიულ ჩანაწერებს, ბიოგრაფიებს, ექსპედიციებისა და მოგზაურობების ანგარიშებს. ის სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების მრავალი სტატიისა და მოხსენების ავტორი იყო, ასევე დიდი ძალები მოახმარა Hakluyt Society-თვის ნაშრომების რედაქტირებასა და თარგმანს.
|Volume=
იგნორირებულია (შემოთავაზებულია |volume=
) (დახმარება)|accessdate=
-ში (დახმარება)Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.