![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/07/Lake_Kitay1.jpg/640px-Lake_Kitay1.jpg&w=640&q=50)
კიტაი
From Wikipedia, the free encyclopedia
კიტაი (უკრ. Китай) — ჭალა-ლიმანის ტიპის ტბა უკრაინაში, ოდესის ოლქის იზმაილისა და კილიის რაიონებში. მდებარეობს მდინარე დუნაის ქვემოწელში, ზღვის დონიდან 1 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 60 კმ², მაქსიმალური სიღრმე 5 მ.[1] ქვაბული წაგრძელებული ფორმისაა, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 24 კმ-ზე. შედგება ჩრდილო და სამხრეთ ნაწილისაგან, რომლებიც დაახლოებით 600 მ სიგანის სრუტითაა შეერთებული, რომელზედაც ხიდია აღმართული. წყალსატევის ცენტრალური ნაწილის ფსკერი დაფარულია ნაცრისფერი ლამით. ერთვის მდინარეები: ენიკოი, კირგიჟ-კიტაი და ალიიაგა. ზამთარში იყინება. ტბის წყალი გამოიყენება სარწყავად. მდიდარია თევზით.
სწრაფი ფაქტები კიტაი ...
კიტაი | |
---|---|
![]() ტბა კიტაი | |
კოორდინატები: 45°36′57″ ჩ. გ. 29°12′21″ ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1 მ |
სიგრძე | 24 კმ |
სიგანე | 3,7 კმ |
ფართობი | 60 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 5 მ |
მარილიანობა | 3 ‰ |
ჩამდინარე მდინარეები | ენიკოი კირგიჟ-კიტაი ალიიაგა |
დახურვა