![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d9/Kinshasa_Congo.jpg/640px-Kinshasa_Congo.jpg&w=640&q=50)
კინშასა
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი / From Wikipedia, the free encyclopedia
კინშასა (ფრანგ. Kinshasa), 1966 წლამდე ლეოპოლდვილი) — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი (1960 წლიდან) და უმსხვილესი ქალაქი. მდებარეობს მდინარე კონგოს მარცხენა ნაპირზე, კონგოს რესპუბლიკის დედაქალაქის — ბრაზავილის პირდაპირ, რომლის დანახვაც მდინარე კონგოს მეორე ნაპირზეა შესაძლებელი. მანძილთა სიახლოვე ამ ორ ქალაქს ცნობილს ხდის როგორც ,,ერთმანეთთან ყველაზე ახლოს მყოფი დედაქალაქები" რომისა და ვატიკანის შემდეგ.
დედაქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კინშასა ფრანგ. Kinshasa | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
პროვინცია | კინშასის პროვინციაკინშასის პროვინცია | ||||
შიდა დაყოფა | Bandalungwa, Barumbu, Bumbu, Gombe, Kalamu, Kasa-Vubu, Kimbanseke, Kinshasa, Kintambo, Kisenso, Lemba, Kinshasa, Limete, Lingwala, Makala, Maluku, Masina, Kinshasa, Matete, Mont Ngafula, Ndjili, Ngaba, Ngaliema, Ngiri-Ngiri, Nsele და Selembao | ||||
კოორდინატები | 4°19′30″ ს. გ. 15°19′20″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1881 | ||||
ადრეული სახელები | ლეოპოლდვილი | ||||
ფართობი | 583 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 240 მ | ||||
ოფიციალური ენა | ფრანგული ენა | ||||
მოსახლეობა | 9 046 000 კაცი (2012) | ||||
სიმჭიდროვე | 15 516 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | +24312 | ||||
ოფიციალური საიტი | kinshasa.cd | ||||
ერთ დროს მეთევზეთა ქალაქში, 2012 წლის მონაცემებით ცხოვრობს 9 046 000 კაცი.[1] მიუხედავად ამისა მისი ტერიტორიის 60 % წარმოადგენს მეჩხერად დასახლებულ სოფლის ადგილს, რომელიც მაინც შედის ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში. მჭიდროდდასახლებულ ქალაქის რაიონებს უკავიათ ტერიტორიის მხოლოდ მცირე ნაწილი კინშასის პროვინციის დასავლეთით[2].
კინშასა სუბსაჰარული აფრიკის მეორე და აფრიკის კონტინენტის მესამე უდიდესი ქალაქია ლაგოსისა და კაიროს შემდეგ.[1] ამავე დროს, ის მეორე უდიდესი ფრანკოფონული ქალაქია პარიზის შემდეგ. ფრანგული ენა წარმოდგენილია სამთავრობო, საგანმანათლებლო, საგაზეთო და სამოქალაქოს სერვისის დონეზე, თუმცა ქუჩებში ლინგვა-ფრანკად ლინგალა გამოიყენება,[3] რომელიც მიეკუთვნება ბანტუს ენების ჯგუფს. თუ მოსახლეობის ზრდის ტენდენცია გაგრძელდა, 2020 წლისთვის კინშასა პარიზს გადაუსწრებს.[4][5] 2012 წლის ოქტომბერში, ქალაქმა უმასპინძლა მე-14 ფრანკოფონულ სამიტს.[6]