From Wikipedia, the free encyclopedia
კვიპაროზი (ლათ. Cupressus) — მარადმწვანე ხეების, იშვიათად — ბუჩქების, გვარი კვიპაროზისებრთა ოჯახიდან. პირამიდული ან გაშლილვარჯიანი ხეა. აქვს ყავისფერი ქერქი და ჯვარედინ-მოპირისპირედ განლაგებული ქერქლისებრი წიწვები.
კვიპაროზი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ხმელთაშუაზღვის კვიპაროზი | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Cupressus | ||||||||||||||
|
მეტნაკლებად მსხვილი, ბურთის ფორმის გირჩები დარგვიდან მეორე წელს მწიფდება. გვარში 15-20 სახეობაა. გავრცელებულია ევროპის, აზიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერად თბილ სარტყელში. ყირიმში, კავკასიასა და შუა აზიის ზოგ რაიონში კულტივირებულია კვიპაროზის 11 სახეობა.
საქართველოში 9 სახეობაა შემოტანილი. მათგან უფრო ფართოდაა გავრცელებული მარადმწვანე კვიპაროზი (Cupressus sempervirens). ამ ხის სიმაღლე 30-60 მ აღწევს. ცნობილია მისი ორი ფორმა: პირამიდული და ჰორიზონტული. კვიპაროზი მეზოფიტია, იტანს 20°C-მდე ყინვას, ნიადაგის მიმართ საკმაოდ უპრეტენზიოა.
კვიპაროზის სამშობლოდ ითვლება ჰიმალაის მთების სამხრეთ კალთები. XIX საუკუნემდე პირამიდულ კვიპაროსს საქართველოში „ალვის ხეს“ ეძახდნენ. ეს სახელი საქართველოში მაზდეანობის გავრცელებას უკავშირდება. სახელი „ალვის ხე“ ანუ „წვის ხე“ თავისი ვიწრო, პირამიდული ჰაბიტუსის გამო, მართლაც, უხდებოდა მარადმწვანე კვიპაროსს, როგორც მაზდეანური სარწმუნოების სიმბოლოს.
საქართველოში ასევე იზრდება ლუზიტანური, ჰიმალაური, არიზონული და სხვა კვიპაროსები, რომლებსაც იყენებენ ქარსაფარ ზოლებად და დეკორატიულ ბაღმშენებლობაში.
კვიპაროზის სინონიმია სარო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.