From Wikipedia, the free encyclopedia
კენეთ კაუნდა (ინგლ. Kenneth David Kaunda; დ. 28 აპრილი 1924, ჩინზალი, ჩრდილოეთ როდეზია — გ. 17 ივნისი, 2021, ლუსაკა)[1] — ზამბიის პოლიტიკური მოღვაწე, პირველი პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი.
კენეთ დავიდ კაუნდა | |
ზამბიის 1-ლი პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 ოქტომბერი 1964 – 2 ნოემბერი 1991 | |
მემკვიდრე | ფრედერიკ ჩილუბა |
მიუმხრობლობის მოძრაობის მე-3 გენერალური მდივანი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 სექტემბერი 1970 – 9 სექტემბერი 1973 | |
წინამორბედი | გამალ აბდელ ნასერი |
მემკვიდრე | ჰუარი ბუმედიენი |
დაბადებული | 28 აპრილი, 1924 ჩინზალი ჩრდილოეთ როდეზია |
გარდაცვლილი | 17 ივნისი, 2021 (97 წლის) ლუსაკა, ზამბია |
ეროვნება | ზამბიელი |
მეუღლე | ბეტი კაუნდა |
პროფესია | მასწავლებელი |
რელიგია | პრესვიტერიანელი |
ზამბიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ერთ-ერთი ლიდერი დაიბადა ჩრდილოეთ როდეზიის (ახლანდელი ზამბია) ჩრდილოეთ პროვინციაში. იგი რვა დედმამიშვილს შორის ყველაზე უმცროსი იყო. 1951 წლამდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ჩრდილოეთ როდეზიის ჩრდილოეთ რეგიონებში. 50-იანი წლების ბოლოს აქტიურად ჩაება დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, რისთვისაც რამდენიმეჯერ მოუწია ციხეში ჩაჯდომა. 1958 წელს დააარსა ზამბიის აფრიკული ეროვნული კონგრესი, რომლის საქმიანობაც აიკრძალა 1959 წელს, ხოლო კაუნდა კვლავ ციხეში ჩასვეს. ამ პერიოდში მისმა თანამებრძოლებმა დააარსეს ეროვნული დამოუკიდებლობის გაერთიანებული პარტია, რომელიც ფაქტობრივად დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ზამბიის აფრიკულ ეროვნულ კონგრესს ჩაენაცვლა. 1960 წელს, როდესაც კაუნდა გაათავისუფლეს ციხიდან გახდა ახლადჩამოყალიბებული პარტიის პრეზიდენტი. 1961 წელს კი ჩრდილოეთ რეგიონებში დაიწყო დაუმორჩილებლობის კამპანია (ე.წ. „ჩა-ჩა-ჩა კამპანია“): წვავდნენ სკოლებს, ბლოკირებას უკეთებდნენ გზებს… 1964 წელს პარტიამ მოიგო საპარლამენტო არჩევნები და კაუნდა გახდა ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი, 1964 წლის 24 ოქტომბერს კი ქვეყნის პირველი პრეზიდენტი.
კაუნდამ ზამბია აქცია ერთპარტიულ ქვეყანად. დაამყარა პარტიული დიქტატურა. 1964 წელს გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ფაქტობრივად შეინარჩუნა 1991 წლამდე. შეიმუშავა მემარცხენე ეროვნულ-სოციალისტური იდეოლოგია ე. წ. „ზამბიური ჰუმანიზმი“, რომელიც იყო აფრიკული სოციალიზმის გამოვლინება (მსგავსი „ანომალიები“ ახასიათებდა ამ პერიოდის აფრიკული სახელმწიფოების უმრავლესობას). მსგავს სისტემას აშენებდა: კვამე ნკრუმა — განაში, ჯულიუს ნიერერე — ტანზანიაში, მობუტუ სესე სეკო — ზაირში და ა. შ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.