კეიპტაუნი
From Wikipedia, the free encyclopedia
კეიპტაუნი (ინგლ. Cape Town, აფრ. Kaapstad, კოს. iKapa) — მოსახლეობის მხრივ მეორე ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ქალაქი კეიპტაუნი შედის ამავე სახელწოდების საქალაქო ოლქის შემადგენლობაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, კეთილი იმედის კონცხთან სიახლოვეს. ქალაქი დასავლეთი კაპლანდის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია. კეიპტაუნი წარმოადგენს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საკანონმდებლო დედაქალაქს, აქ არის პარლამენტის და სხვა სამთავრობო დაწესებულებების შენობები. ქალაქი ცნობილია თავისი ნავსადგურით და მთელ მსოფლიოში ცნობილი ღირსშესანიშნაობებით, როგორიცაა მაგიდის მთა, კეთილი იმედის კონცხი, კეიპ-პოინტი. კეიპტაუნის სიახლოვეს არსებული კაპის ოლქი 2004 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლადაა მიჩნეული. ქალაქის ტერიტორიაზე მრავალი ღირსშესანიშნაობა მდებარეობს. ფორბსის მიერ ეს ქალაქი, მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს დასახლებადაა აღიარებული[2]. კეიპტაუნი წარმოადგენს სარ-ში ჩამსვლელი ტურისტების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქალაქს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კეიპტაუნი ინგლ. Cape Town აფრ. Kaapstad კოს. iKapa | |||||
კეიპტაუნის ხედი | |||||
| |||||
ქვეყანა | სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა | ||||
პროვინცია | დასავლეთი კაპლანდიდასავლეთი კაპლანდი | ||||
კოორდინატები | 33°55′00″ ს. გ. 18°29′00″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | Geordin Hill-Lewis[1] | ||||
დაარსდა | 1652 | ||||
ადრეული სახელები | კაპსტადი | ||||
ფართობი | 2444,97 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 1590,4 მ | ||||
მოსახლეობა | 3 740 026 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 1529,68 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | +2721 | ||||
საფოსტო ინდექსი | 8099 | ||||
ოფიციალური საიტი | capetown.gov.za | ||||
ისტორიულად არ არის ცნობილი თუ როდის მოხდა ამ ტერიტორიაზე ადამიანის დასახლება. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ აღმოჩენილი ადამიანის უძველესი ნაშთები 12 000 წლით თარიღდება. ევროპელებიდან ეს ტერიტორია პირველად პორტუგალიელებმა მოინახულეს. 1487 წელს ბართოლომეუ დიაში პირველი ევროპელი გახდა, რომელიც კეთილი იმედის კონცხამდე მივიდა. მიუხედავად ამისა კეიპტაუნის ტერიტორიას ევროპასთან ინტენსიური ურთიერთობები ჯერ კიდევ არ ჰქონდა დამყარებული. უკვე მოგვიანებით ამ ტერიტორიას ნიდერლანდელები იყენებდნენ თავიანთი საზღვაო ნაოსნობისთვის ევროპიდან აღმოსავლეთ აფრიკაში, ინდოეთში და აზიის სხვა ნაწილებში, რომელიც ამ საკითხში მთავარ როლს თამაშობდა მთელი 200 წლის მანძილზე, 1869 წელს სუეცის არხის გახსნამდე. 1652 წელს ნიდერლანდელმა იან ვან რიბეეკმა დააარსა პირველი ევროპული დასახლება. საუკუნეების განმავლობაში კეიპტაუნი მნიშვნელოვნად განვითარდა. ვიდრე იოჰანესბურგი დაარსდებოდა, ეს დასახლება სამხრეთ აფრიკაში უდიდეს ქალაქად ითვლებოდა.
დღეისთვის კეიპტაუნში საკმაოდ ბევრი ემიგრანტი ცხოვრობს. 2011 წლის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობს 3 740 026 ადამიანი[3]. ქალაქ კეიპტაუნის ფართობი შეადგენს 2444,97 კილომეტრ კვადრატს, ამ მაჩვენებლით ის პირველი ქალაქია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. რაც შეეხება მოსახლეობის სიმჭიდროვეს, აქ კვადრატულ კილომეტრზე 1529,68 კაცი ცხოვრობს.[3]