კევინ ნოლანი
From Wikipedia, the free encyclopedia
კევინ ნოლანი (ინგლ. Kevin Nolan; დ. 24 ივნისი, 1981) — ინგლისელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს საფეხბურთო კლუბ ვესტ ჰემ იუნაიტედში და არის კაპიტანი. პოზიციით შემტევ ნახევარმცველს ნოლანს ორი მატჩი ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრებშიც აქვს ჩატარებული.
ნოლანი ვესტ ჰემ იუნაიტედის მაისურში 2012 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | კევინ ენტონი ნოლანი | ||
დაბადების თარიღი | 24 ივნისი, 1982 (1982-06-24) (41 წლის)[1] | ||
დაბადების ადგილი | ლივერპული, ინგლისი | ||
სიმაღლე | 183 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ვესტ ჰემ იუნაიტედი | ||
ნომერი | 4 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1997–1999 | ბოლტონ უონდერერსი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1999–2009 | ბოლტონ უონდერერსი | 296 | (40) |
2009–2011 | ნიუკასლ იუნაიტედი | 85 | (29) |
2011– | ვესტ ჰემ იუნაიტედი | 128 | (30) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2002–2004 | ინგლისი U21 | 2 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 6 თებერვალი, 2015 (UTC) ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 17 აპრილი, 2010 (UTC) |
ლივერპულის რაიონ თოქსთეთში გაზრდილი ნოლანი 16 წლის ასაკში ბოლტონ უონდერერსს შეუერთდა. ის იყო იმ ბოლტონის წევრი, რომელმაც 2001 წლის ჩემპიონშიფის პლეი–ოფის ფინალში პრესტონი დაამარცხა. პრემიერ ლიგაში აღზევების შემდეგ პირველ ორ სეზონში ბოლტონმა ორჯერ დაამარცხა მანჩესტერ იუნაიტედი და ნოლანმა ორივე შეხვედრაში მოახერხა თავის გამოჩენა. ასევე მას რეგულარულად გაჰქონდა მნიშვნელოვანი გოლები, რის შედეგადაც ბოლტონი სტაბილურად ახერხებდა პრემიერ ლიგის საუკეთესო ათეულში მოხვედრას. ნოლანი უკვე ძირითადი გუნდის უცვლელი წევრი იყო, როდესაც ბოლტონმა მოახერხა და ისტორიაში პირველად გააღწია უეფას თასის ჯგუფური ეტაპიდან. 2006 წელს კლუბიდან ჯეი–ჯეი ოკოჩას წასვლის შემდეგ კევინი კაპიტნად დასახელდა და კიდევ ერთხელ დაეხმარა გუნდს უეფას თასის ჯგუფიდან გასვლაში.
ბოლტონში გარი მეგსონის მოსვლის შემდეგ ნოლანისა და მთლიანად გუნდის თამაშის ხარისხს ხშირად აკრიტიკებდნენ ფანები. ამან გამოიწვია ის, რომ 2009 წლის იანვარში კევინი 4 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ ნიუკასლ იუნაიტედში გადაბარგდა. მაისამდე მან "კაჭკაჭთა" რიგებში სულ 10 შეხვედრაში მოახერხა მონაწილეობის მიღება, თუმცა გუნდს ჩემპიონშიფში გავარდნისაგან თავის დაღწევაში ვერ დაეხმარა. მომდევნო სეზონში ნოლანმა ინგლისის რანგით მეორე ლიგაში 18 გოლი გაიტანა და ნიუკასლს პრემიერ ლიგის საგზური მოაპოვებინა, რაც მას სათანადოდ დაუფასდა და გუნდის კაპიტნად დაინიშნა.
2011 წლის ზაფხულში ნოლანი ვესტ ჰემ იუნაიტედში გადავიდა და 5–წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღსანიშნავია, რომ ვესტ ჰემში ამ დროს ახლადდანიშნული იყო სემ ელერდაისი, რომელთან ერთადაც კევინი დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა ბოლტონში. მალევე ნოლანი გუნდის კაპიტნად დაინიშნა და "ჩაქუჩებს" პრემიერ ლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა.