კაშიმა (იბარაკი)
From Wikipedia, the free encyclopedia
კაშიმა (იაპონ. 鹿嶋市 კაშიმა-ში?) — ქალაქი იაპონიაში, იბარაკის პრეფექტურაში. 2018 წლის აპრილისთვის ქალაქის მოსახლეობა 67 650 კაცს შეადგენდა, სიმჭიდროვე კი 631კაცი/კმ²-ს. მისი ფართობი 106.02კმ²-ია. კაშიმას საფეხბურთო სტადიონი გამოყენებული იქნა 2002 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დროს. აქ მდებარეობს შინტოს ტაძარი, რომელიც მრავალი იაპონური ფარიკაობის ხელოვნების (კენძიუცუს) წარმოშობის ადგილად მიიჩნევა. ის აღმოსავლეთში მდებარე ტაძართა შორის ერთ-ერთი უძველესია.
სწრაფი ფაქტები დასახლებული პუნქტი, ქვეყანა ...
დასახლებული პუნქტი | |||||
---|---|---|---|---|---|
კაშიმა 鹿嶋市 | |||||
კაშიმას გამგეობის შენობა | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
რეგიონი | კანტო, იბარაკის პრეფექტურაკანტო, იბარაკის პრეფექტურა | ||||
კოორდინატები | 35°57′56″ ჩ. გ. 140°38′41″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1 სექტემბერი, 1995 | ||||
ფართობი | 106.2 კმ² | ||||
მოსახლეობა | 67,650 (2018 აპრილი) კაცი | ||||
სიმჭიდროვე | 631 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+9 | ||||
ოფიციალური საიტი | city.kashima.ibaraki.jp | ||||
დახურვა