From Wikipedia, the free encyclopedia
იბარაკი (იაპ. 茨城県) — პრეფექტურა იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს აღმოსავლეთ სანაპიროზე. ფართობი შეადგენს 6.1 ათ. კმ²-ს; მოსახლეობა 2012 წლის 1 აპრილის მონაცემებით — 2.945.505 მცხოვრებს. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მიტო. ტერიტორიის დიდი ნაწილი მთაგორიანია. შედის კანტოს ეკონიმიკური რაიონის შემადგენლობაში. დამუშავებულია დაახლოებით 235 ათ ჰა მიწა. მოჰყავთ ბრინჯი, ხორბალი, ქერი, თამბაქო. განვითარებულია მებოსტნეობა (კიტრი, პომიდორი) და მებაღობა (მსხალი და სხვა). მეცხოველეობით იბარაკი პირველ ადგილზეა იაპონიაში. მრეწველობის მთავარი დარგებია ელექტრომანქანათმშენებლობა, მეტალურგია (უმთავრესად შავი მეტალურგია), კვების მრეწველობა. დასახლებული პუნქტის ტოკაის მახლობლად არის იაპონიის ატომური კვლევისა და ატომური მრეწველობის ცენტრი. პიტატის რაიონში იღბენ პირიტსა და სპილენძს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.