კატერინა სფორცა
From Wikipedia, the free encyclopedia
კატერინა სფორცა (იტალ. Caterina Sforza; დ. 1463, მილანი — გ. 28 მაისი 1509, ფლორენცია) — სფორცას დინასტიის წარმომადგენელი. მილანის ჰერცოგის, გალეაცო მარია სფორცასა და მისი საყვარლის, გრაფინია ლუკრეცია ლანდრიანის უკანონო ქალიშვილი.[1] ფორლისა და იმოლას მმართველი. გათხოვილი იყო სამჯერ, პირველად ჯიროლამო რიარიოზე, მეორედ ჯაკომო ფეოზე, ხოლო მესამედ ჯოვანი მედიჩიზე. მას სამივე ქმრისგან შეეძინა შვილები.
კატარინა სფორცა | |
---|---|
Caterina Sforza | |
კატერინა სფორცას პორტრეტი, შესრულებულია 1481-83 წლებში ლორენცო დი კრედის მიერ | |
იმოლას ლედი | |
მმართ. დასაწყისი: | 1473 |
მმართ. დასასრული: | 1488 |
წინამორბედი: | თადეო მანფრეტი |
მემკვიდრე: | ოტავიანო რიარიო |
ფორლის გრაფინია | |
მმართ. დასაწყისი: | 1480 |
მმართ. დასასრული: | 1488 |
წინამორბედი: | სინიბალდო ორდელაფი |
მემკვიდრე: | ოტავიანო რიარიო |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1463 |
დაბ. ადგილი: | მილანი, მილანის საჰერცოგო, იტალია |
გარდ. თარიღი: | 28 მაისი, 1509 (46 წლის) |
გარდ. ადგილი: | ფლორენცია,ფლორენციის საჰერცოგო, იტალია |
მეუღლე: |
ჯიროლამო რიარიო ჯაკომო ფეო ჯოვანი მედიჩი |
შვილები: |
ბიანკა რიარიო ოტავიანო რიარიო ჩეზარე რიარიო ჯოვანი ლივიო რიარიო გალეაცო მარია რიარიო ფრანჩესკო სფორცინო რიარიო ბერნარდინო (შემდეგ კარლო) ფეო ლუდოვიკო მედიჩი |
დინასტია: | სფორცა |
მამა: | გალეაცო მარია სფორცა |
დედა: | ლუკრეცია ლანდრიანი |
კატერინა, XV საუკუნის ერთ-ერთ უძლიერეს და უმამაცეს ქალად ითვლება. ერთხელ მან განაცხადა: თუ მე უნდა დავმარცხდე იმის გამო, რომ ქალი ვარ, მინდა დავმარცხდე კაცივით". მას შემდეგ, რაც ვენეციელებისგან წარმატებით დაიცვა თავისი ტერიტორია, „ფორლელი ვეფხვის" მეტსახელი მიიღო.
იგი აქტიურად ერეოდა XV საუკუნის რომის კათოლიკური ეკლესიის პოლიტიკაში. ამ ყველაფრის აღსაკვეთად 1499 წელს პაპმა ალექსანდრე VI-მ თავისი ვაჟი ჩეზარე ბორჯია გაგზავნა მისი მიწების დასაპყრობად. კატერინა პირადად გაუძღვა ფორლის დაცვას, მაგრამ საბოლოოდ ტყვედ ჩავარდა და ის რომში წაიყვანეს. რომში გატარებული რამდენიმეწლიანი ტყვეობის შემდეგ განთავისუფლდა და ფლორენციაში გადასახლდა, სადაც მალევე გარდაიცვალა.