კატეგორია:ქიმია
ვიკიპედია:კატეგორიზაცია / From Wikipedia, the free encyclopedia
ქიმია -- მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მატერიის შემადგენლობას და სტრუქტურას, მატერიის თვისებებს, მატერიის ცვლილებებს და ამ ცვლილებების ხელშეწყობის ან თავიდან აცილებისათვის აუცილებელ პირობებს. ქიმიკოსები სწავლობენ ქიმიურ ელემენტებს, მათგან ერთ–ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცოცხლისათვის – ნახშირბადი. ორგანული ნივთიერებები ეწოდება ნახშირბადის შემცველ ნაერთებს, ხოლო არაორგანული – სხვა დანარჩენებს. ამის შესაბამისად არსებობს ქიმიის ორი ძირითადი დარგი – ორგანული ქიმია და არაორგანული ქიმია. (იხ. სრულად.)