კაროლინა ჰერშელი
From Wikipedia, the free encyclopedia
კაროლინა ჰერშელი (გერმ. Caroline Herschel, დ. 16 მარტი, 1750 — გ. 9 იანვარი, 1848) — გერმანული წარმოშობის ბრიტანელი ასტრონომი, რომლის ყველაზე მნიშვნელოვან წვლილად ასტრონომიაში მიიჩნევა რამდენიმე კომეტის აღმოჩენა, მათ შორის იყო პერიოდული კომეტა 35P/ჰერშელ-რიგოლე, რომელიც მის სახელს ატარებს. მისი უფროსი ძმა იყო ასტრონომი უილიამ ჰერშელი, რომელთან ერთადაც მუშაობდა მთლი კარიერის განმავლობაში.
კაროლინა ჰერშელი | |
---|---|
გერმ. Caroline Lucretia Herschel | |
დაბ. თარიღი | 16 მარტი, 1750(1750-03-16)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბ. ადგილი | ჰანოვერი[1] [7] |
გარდ. თარიღი | 9 იანვარი, 1848(1848-01-09)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (97 წლის) |
გარდ. ადგილი | ჰანოვერი[1] |
დასაფლავებულია | ჰანოვერის სასაფლაო |
მოქალაქეობა | ჰანოვერის სამეფო |
საქმიანობა | ასტრონომი[9] , მათემატიკოსი და მომღერალი |
მუშაობის ადგილი | გაერთიანებული სამეფო |
მამა | ისააკ ჰერშელი |
დედა | ანა ილსე მორიცენი[10] |
ჯილდოები | ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი[11] |
საიტი | საიტი |
ის პირველი ქალი იყო, რომელიც ხელფასს იღებდა როგორც მეცნიერი და იყო პირველი ქალი ინგლისში, რომელსაც მთავრობაში თანამდებობა ეკავა. ამას გარდა, ასევე პოირველი ქალი იყო, რომელმაც სამეცნიერი აღმოჩენების შესახებ სამეფო საზოგადოების ჟურნალ Philosophical Transactions-ში გამოაქვეყნა; 1828 წელს მიიღო სამეფო ასტრონომიული საზოგადოების ოქროს მედალი, 1835 წელს გახდა სამეფო ასტრონომიული საზოგადოების საპატიო წევრი. 1846 წელს, მის 96-ე დაბადების დღეზე, პრუსიის მეფემ ჰერშელს ოქროს მედალი გადასცა მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის.