From Wikipedia, the free encyclopedia
კარლ ფრიდრიხ შინკელი (გერმ. Karl Friedrich Schinkel; დ. 13 მარტი, 1781, ნოირუპინი, ბრანდენბურგი, — გ. 9 ოქტომბერი, 1841, ბერლინი) — გერმანელი არქიტექტორი, ფერმწერი და გრაფიკოსი. სწავლობდა ბერლინის არქიტექტურის აკადემიაში (1798–1800) ფ. ჟილისთან. მუშაობდა უმეტესად ბერლინში. თავდაპირველად მისდევდა ფერწერასა და გრაფიკას. ნამუშევრები ძირითადად რომანტიკული სულისკვეთებისა იყო. შინკელი XIX ს. გერმ.ხუროთმოძღვრებაში გვიანი კლასიციზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია. ნამუშევრები: ახალი საყარაულო (ახლა ფაშიზმისა და მილიტარიზმის მსხვერპლთა ძეგლი, 1816–1818), დრამატული თეატრი (1819–1821), ძვ. მუზეუმი (1824–1828) ― ყველა ბერლინში. რომანტ. სულისკვეთებითაა აგრეთვე გამსჭვალული შინკელის ფსევდოგოტიკური ნაგებობები (სამლოცველო პეტროდვორეცში, 1831-33). მის უკანასკნელ ნამუშევრებში თავი იჩინა რაციონალიზმის ელემენტებმა (სამშენებლო აკადემიის შენობა ბერლინში, 1831–1835). იყო არქიტ. თეორეტიკოსი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.