კარლუშ I (პორტუგალია)

From Wikipedia, the free encyclopedia

კარლუშ I (პორტუგალია)

კარლუშ I (პორტ. Carlos I o Martirizado; დ.28 სექტემბერი, 1863, ლისაბონი, პორტუგალია — გ. 1 თებერვალი, 1908, ლისაბონი, პორტუგალია) — პორტუგალიის ბოლოსწინა მეფე 1889–1908 წლებში. მიეკუთვნება საქსენ-კობურგ-გოთას დინასტიას, მაგრამ ოფიციალურად ითვლება ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენლად. ლუიშ I-ისა და მარია-პია სავოიელის შვილი.

სწრაფი ფაქტები პორტუგალიის 33-ე მეფე, მმართ. დასაწყისი: ...
კარლუშ I
Carlos I o Martirizado
პორტუგალიის 33-ე მეფე
მმართ. დასაწყისი: 19 ოქტომბერი, 1889
მმართ. დასასრული: 1 თებერვალი, 1908
წინამორბედი: ლუიშ I
მემკვიდრე: მანუელ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 28 სექტემბერი, 1863
დაბ. ადგილი: ლისაბონი, პორტუგალია
გარდ. თარიღი: 1 თებერვალი, 1908
გარდ. ადგილი: ლისაბონი, პორტუგალია
მეუღლე: ამელია ორლეანელი
შვილები: ლუიშ-ფილიპე და მანუელ II
დინასტია: ბრაგანსის დინასტია
მამა: ლუიშ I
დედა: მარია პია სავოიელი
რელიგია: კათოლიციზმი
დახურვა

1908 წლის 1 თებერვალს, როდესაც მეფე მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად დასვენებიდან ბრუნდებოდა ლისაბონში, ტერეირუ-დუ-პასუს მოედანზე, ორმა რესპუბლიკელმა ტერორისტმა ცეცხლი გახსნა მათი მისამართით. ადგილზევე მოკლეს მეფე კარლუში, 20 წუთში ტერორისტების მსხვერპლი გახდა ტახტის მემკვიდრე ლუიშ-ფილიპე, ხოლო ხელში დაიჭრა კარლუშის უმცროსი შვილი მანუელი. ორივე თავდამსხმელი ადგილზევე იქნა დაცხრილული. 1910 წელს პორტუგალიის მონარქია დაემხო.

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.