იტალიის რეგიონი From Wikipedia, the free encyclopedia
კამპანია (იტალ. Campagnia) — სასოფლო-სამეურნეო რეგიონი სამხრეთ იტალიაში. სახელი მომდინარეობს ლათინურიდან, რომაელებმა მას Campania felix (ბედნიერი მიწა) უწოდეს. მისი მოსახლეობა 5,8 მლნ ადამიანს შეადგენს და ამ მაჩვენებლით იტალიის მეორე ყველაზე ხალხმრავალი რეგიონია. მთლიანი ფართობი 13 590 კმ²-ია და წარმოადგენს ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონს.[2] მდებარეობს აპენინის ნახევარკუნძულზე, დასავლეთით გასასვლელი აქვს ტირენიის ზღვაზე. ადმინისტრაციულად მის დაქვემდებარებაში შედის ფლეგრინის კუნძულები და კუნძული კაპრი.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
კამპანია იტალ. Campania | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
ადმ. ცენტრი | ნეაპოლი | ||||
შიდა დაყოფა | აველინოს პროვინცია, ბენევენტოს პროვინცია, კაზერტის პროვინცია, ნეაპოლის პროვინცია, სალერნოს პროვინცია და Metropolitan City of Naples | ||||
კოორდინატები | 40°54′38″ ჩ. გ. 14°55′14″ ა. გ. | ||||
მმართველი | Vincenzo De Luca | ||||
დაარსდა | 1970 | ||||
ფართობი | 13670.95 კმ² | ||||
მოსახლეობა | 5 786 373 (2019)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.regione.campania.it/ | ||||
| |||||
ხანგრძლივი ისტორიის მქონე კამპანია დასავლური ცივილიზაციის ცენტრში მდებარეობდა. პირველად მისი კოლონიზაცია ძველმა ბერძნებმა მოახდინეს და ის დიდი საბერძნეთის (Magna Græcia) შემადგენლობაში შედიოდა, სანამ მოძლიერდებოდა რომის რესპუბლიკა. რომაულ ხანაში ეს ტერიტორია იმპერატორების მიერ მაღალი კულტურის კერად მიიჩნეოდა, რადგან აქ თანაბრად იყო წარმოდგენილი როგორც ბერძნული, ისე რომაული კულტურები. შუა საუკუნეებში, ბიზანტიის იმპერიისა და ლომბარდიელების ხელში ამ არეალს გააჩნდა ბევრი საჰერცოგო და სათავადო.
ნორმანთა მმართველობის ხანაში, ის მიუერთდა სიცილიის სამეფოს, მაგრამ მცირე ხნის შემდეგ იგი ნეაპოლის სამეფომ მიიტაცა. სწორედ ამ პერიოდში შეეხო კამპანიას ესპანური, ფრანგული და არაგონული კულტურები. მოგვიანებით, იგი ორი სიცილიის სამეფოს შემადგენელი ნაწილი გახდა ბურბონების მმართველობით, რაც 1860 წლამდე გაგძელდა, როდესაც დასრულდა იტალიის გაერთიანება და ის ახლადღექმნილი იტალიის სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა.
რეგიონის დედაქალაქია ნეაპოლი. კამპანია მდიდარია თავისი კულტურით, განსაკუთრებით სამზარეულოთი, მუსიკით, არქიტექტურით, არქეოლოგიითა და ისეთი უძველესი ძეგლებით, როგორებიცაა პომპეი, ჰერკულანუმი და პესტუმი. ბუნებრივი ძეგლების სიმდიდრე კამპანიაში ტურისტული ინდუსტრიის წარმატებულ განვითარებას განაპირობებს, განსაკუთრებით ამალფის სანაპიროზე, ვეზუვის მთაზე და კუნძულ კაპრიზე.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.