From Wikipedia, the free encyclopedia
კამაგუეის პროვინცია — კუბის ერთ-ერთი პროვინცია, უდიდესი ქვეყნის სხვა პროვინციებს შორის. დედაქალაქია კამაგუეი. სხვა მნიშვნელოვანი ქალაქები — ფლორიდა და ნუევიტასი.
პროვინცია | |||
---|---|---|---|
კამაგუეის პროვინცია Provincia de Camagüey | |||
| |||
ქვეყანა | კუბა | ||
ადმ. ცენტრი | კამაგუეი | ||
კოორდინატები | 22°00′00″ ჩ. გ. 78°00′00″ დ. გ. | ||
ფართობი | 15 615 კმ² | ||
მოსახლეობა | 786 657 კაცი (2004) | ||
სიმჭიდროვე | 50,37 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||
სატელეფონო კოდი | +53-32 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.camaguey.cu/ | ||
კამაგუეის რელიეფი ძირითადად დაბლობია, მის ტერიტორიას არ კვეთს მნიშვნელოვანო გორაკები და მთის მასივები. სამხრეთი სანაპირო ხასიათდება მრავალი პატარა კუნძულით (კაი), ჩრდილოეთ სანაპიროს გასწვრივ კი მდებარეობს ხარდინეს-დელ-რეისა და საბანა-კამაგუეის არქიპელაგები.
ორივე სანაპირო მდიდარია ქვიშიანი პლაჟებით. მიუხედავად დიდი ტურისტული პოტენციალისა, იგი საკმაოდ სუსტადაა განვითარებული, გარდა ჩრდილოეთით მდებარე სანტა-ლუსიას პლაჟისა.
კამაგუეის ეკონომიკა ძირითადად მესაქონლეობასა და შაქრის ლერწამს ეფუძნება. პროვინცია ცნობილია მისი კოვბოის კულტურითა და ხშირი როდეოებით. მოყავთ ბრინჯი და მისდევენ მექათემობასაც, ასევე არსებობს ციტრუსების ინდუსტრია. დედაქალაქში მდებარეობს კუნძულზე არსებული სულ რამდენიმე ლუდსახარშების მნიშვნელოვანი ნაწილი.
პროვინცია შედგება 13 მუნიციპალიტეტისაგან:
მუნიციპალიტეტი | მოსახლეობა (2004) | ფართობი (კმ²) | მდებარეობა |
---|---|---|---|
კამაგუეი | 324 921 | 1 106 | 21.38389° ჩ. გ. 77.90722° დ. გ. |
კარლოს-მანუელ-დე-სესპედესი | 25 707 | 653 | 21.57694° ჩ. გ. 78.27750° დ. გ. |
ესმერალდა | 29 953 | 1 480 | 21.85611° ჩ. გ. 78.11111° დ. გ. |
ფლორიდა | 73 612 | 1 800 | 21.52944° ჩ. გ. 78.22250° დ. გ. |
გუაიმარო | 57 086 | 1 847 | 21.05889° ჩ. გ. 77.34778° დ. გ. |
ხიმაგუაიუ | 21 169 | 799 | 21.26667° ჩ. გ. 77.83028° დ. გ. |
მინასი | 38 517 | 1 015 | 21.48944° ჩ. გ. 77.60472° დ. გ. |
ნახასა | 16 470 | 921 | 21.08389° ჩ. გ. 77.74694° დ. გ. |
ნუევიტასი | 44 882 | 415 | 21.54028° ჩ. გ. 77.26444° დ. გ. |
სანტა-კრუს-დელ-სური | 51 335 | 1 122 | 20.71944° ჩ. გ. 77.99083° დ. გ. |
სიბანიკუ | 31 117 | 736 | 21.23917° ჩ. გ. 77.52083° დ. გ. |
სიერა-დელ-კუბიტასი | 18 589 | 549 | 21.73306° ჩ. გ. 77.77056° დ. გ. |
ვერტიენტესი | 53 299 | 2 005 | 21.25722° ჩ. გ. 78.14889° დ. გ. |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.