კაირი ირვინგი
From Wikipedia, the free encyclopedia
კაირი ენდრეუ ირვინგი (ინგლ. Kyrie Irving; დ. 23 მარტი, 1992, გრინვილი, ავსტრალია) — ამერიკელი პროფესიონალი კალათბურთელი. არის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კლუბისბრუკლინ ნეტსის
კაირი ირვინგი | |
---|---|
ირვინგი 2016 წელს | |
№ 2 – დალას მავერიქსი | |
გამთამაშებელი ან მსროლელი | |
პირადი ინფორმაცია | |
დაიბადა |
23 მარტი, 1992 (1992-03-23) (32 წლის) მელბურნი, ავსტრალია |
ეროვნება | ამერიკელი |
უმაღლესი სკოლა |
|
სიმაღლე | 188 სმ სმ |
წონა | 88 კგ კგ |
კარიერა | |
NBA-ის დრაფტი | 2011 / რაუნდი: 1 / არჩევა: პირველი |
არჩეული კლივლენდ კავალიერსი | |
პროფესიონალური კარიერა | 2011–დღემდე |
კარიერის ისტორია | |
2011–2017 | კლივლენდ კავალიერსი |
2017–2019 | ბოსტონ სელტიქსი |
2019-2023 | ბრუკლინ ნეტსი |
2023-დღემდე | დალას მავერიქსი |
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები | |
| |
კალათბურთელი. იგი დასხელებულია 2011 წლის დრაფტის (კლივლენდ კავალიერსის მიერ) პირველ პიკად არჩევის შედეგ დასახელდა NBA-ს წლის ახალბედად. ირვინგს ექვსჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩში. 2015 წელს იგი დასახელებულ იყო NBA-ის ყველა-მოთამაშის მესამე გუნდის წევრად. ირვინგი 2016 წელს კლივლენდ კავალიერსთან გახდა NBA-ს ჩემპიონი.
ირვინგი 2011 წლამდე საკოლეჯო კალათბურთს თამაშობდა „Duke Blue Devils“-ში (სანამ კავალიერსს შეუერთდებოდა). იგი 2014 წელს დასახელებულ იყო NBA All-Star მატჩის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ. 2016 წლის NBA-ის ფინალების მეშვიდე თამაშში ირვინგმა დამაშის დასრულებამდე 53 წამით ადრე სამქულიანი ჩააგდო რაც ძლიერ დაეხმარა კლივლენდ კავალიერსს გოლდენ-სტეიტ უორიორსის დამარცხებასა და ჩემპიონობის მოპოვებაში. გოლდენ-სტეიტ უორიორსის წინააღმდეგ განმეორებითი ფინალების წაგების შემდგომ (2017) ირვინგმა გაცვლა მოითხოვა რის შემდეგაც იგი ბოსტონ სელტიქსში გადავიდა. იგი აგრეთვე თამაშობდა აშშ-ის საკალათბურთო ნაკრებში სადაც მან მოიგო 2014 წლის ფიბა-ს მსოფლიო ჩემპიონატი და 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადა. 2018 წელს ირვინგმა ითამაშა ფილმში Uncle Drew (ბიძია დრიუ).