From Wikipedia, the free encyclopedia
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) (ან ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის (BAA) 1946-49 წლებში) ფინალი არის საჩემპიონო სერია NBA-ს პლეი-ოფის დასკვნითი სერია. ყველა ფინალი ჩატარებული იქნა საუკეთესო-შვიდი მატჩის ფორმატით, სადაც აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების (ყოფილი დივიზიონები 1970 წლამდე) გამარჯვებულები ხვდებიან ერთმანეთს. გამონაკლისი 1950 წელია, როდესაც აღმოსავლეთ დივიზიონის გამარჯვებული შეხვდა დასავლეთ და ცენტრალური დივიზიონებს შორის გამარჯვებულს. 1949 წელს, პლეი-ოფი იყო 3 საფეხურად დაყოფილი, სადაც 2 ნახევარ-ფინალის გამარჯვებული ერთმანეთს ფინალში უპირისპირდებოდნენ.[1][2][3] გამარჯვებული იღებს ლარი ობრაიანის თასს.
საშინაო-გასვლითი ფორმატი NBA ფინალში იყო 2-2-1-1-1 რომელიც (ფორმატის მიხედვით რეგულარულ სეზონში საუკეთესო შედეგით დამთავრებული გუნდი თამაშობს 1, 2, 5 და 7 მატჩებს) 1985 წლამდე. (გამონაკლისი 1949, 1953 და 1955 წლებია, რომელიც 2-3-2 ფორმატით ჩატარდა).[4][5][6][7] 1956 და 1971 წლები 1–1–1–1–1–1–1 ფორმატში ჩატარდა,[8][9] 1975 და 1978 წლებში 1-2-2-1-1 ფორმატით.[10][11] 1985 წლიდან მოყოლებული ფორმატი 2-3-2 ტარდება (რეგულარულ სეზონში ნაცვენები საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი, 1, მე-2, მე-6 და მე-7 მატჩებს თამაშობს შინ).[12] აღმოსავლეთი კონფერენცია/დივიზიონი სჯობს 35-27 შედეგით დასავლეთ კონფერენცია/დივიზიონს. გაუქმებულ ცენტრალურ დივიზიონს 1 ჩემპიონის ტიტული ეკუთვნის. ბოსტონ სელტიქსის და მინეაპოლის/ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ანგარიშზე ლიგის 66 ჩემპიონობიდან, 33 თასია.
უოლტერ ბრაუნის თასი გადაეცემოდა BAA/NBA ჩემპიონ გუნდს 1949-1977 წლებში. თასს მოგებული გუნდი მომდევნო 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა, ხოლო შემდეგ მომდევნო ფინალში გამარჯვებულს გადაეცემოდა, სანამ წინა გუნდის არ მოიგებდა კვლავ. ამ ტრადიციას კვლავ ინარჩუნებს NHL-ის სტენლის თასი დღემდე.
თასს თავდაპირველად NBA ფინალის თასი ეწოდებოდა,[13] მაგრამ სახელი 1964 წელს შეუცვალეს და უოლტერ ბრაუნის თასი უწოდეს, რომელიც თავდაპირველი ბოსტონ სელტიქსის მფლობელი იყო. მან დიდი წვლილი გასწია BAA და NBL ლიგების გაერთიანებისთვის, რის შემდეგადაც 1949 წლიდან NBA მოდის.[14][15]
1977 წლის ფინალისთვის შეიქმნა ახალი დიზაინის თასი, რომელმაც პირველადი ლარი ობრაიანის თასი ჩაანაცვლა. თავდაპირველი ჩემპიონის თასიდან განსხვავებით, ახალი თასი გადაეცემოდა გამარჯვებულ გუნდს საბოლოოდ, ხოლო მომავალი წლისთვის ახალი იქმნებოდა. თასის სახელი 1984 წელს შეიცვალა და წარდგა როგორც ლარი ობრაიანის ჩემპიონის თასი, რომელიც NBA ყოფილი რწმუნებული იყო.[16][17][18]
თასის ინაუგურაციის წლის გამარჯვებული ფილადელფია უორიორსი გახდა, რომელმაც ფინალში ჩიკაგო სტეგსი დაამარცხა.[19] ბოსტონ სელტიქსმა თასის მოპოვება 14-ჯერ შეძლო, რაც ყველაზე მეტია ლიგის ისტორიაში. 1957-1969 წლებში, მათ 13 სეზონის განმავლობაში 11 ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლეს, აქედან 8-ჯერ ზედიზედ მოიგეს. თასის უკანასკნელი გამარჯვებული ფილადელფია სიქსერსია, რომელმაც 1983 წლის NBA ფინალში ლოს-ანჯელეს ლეიკერსი დაამარცხა.
როგორც ზემოთ აღინიშნა, თასის სახელი შეიცვალა 1984 წელს და იქიდან მოყოლებული მოდის როგორც ლარი ობრაიანის ჩემპიონის თასის სახელით, რომელიც 1957-1983 წლებში NBA რწმუნებულის რანგში მყოფ ლარი ობრაიანის პატივსაცემად იქნა დარქმეული.[16] თასი დამზადებულია 6.5 კგ წონის სრულიწონის ვერცხლისგან, რომელსაც 24 კარატის ოქრო აქვს შემოვლებული, და დგას 60 სმ სიმაღლეზე. ეს ყველაფერი ისეა შექმნილი, რომ წარმოდგენას ჰქმნის ბურთის კალათში ჩავარდნის. გამარჯვების წელი და გუნდის სახელი გამოსახულია თასის დასადგამზე.[17][18][20]
ბოსტონ სელტიქსი გახდა თასის ინაუგურაციის წლის გამარჯვებული 1984 წელს, სადაც ლოს-ანჯელეს ლეიკერსი დაამარცხა 4-3.[21] ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ანგარიშზე ამ თასის ოდენობა 8 არის, მაშინ როდესაც ჩიკაგო ბულზის ანგარიშზე ასეთი თასი მხოლოდ 6-ია.[22] მაიამი ჰიტი არის თასის ახლანდელი მფლობელი, რომელმაც 2012 წელს მოიგო ჩემპიონის ტიტული.
მუქი | NBA ფინალის გამარჯვებული |
† | ჰქონდა ან გაუთანაბრდა საუკეთესო რეგულარული სეზონის შედეგს იმ სეზონში. |
წელი | დასავლეთ ჩემპიონი | შედეგი | აღმოსავლეთ ჩემპიონი | სქოლიო |
---|---|---|---|---|
1947 | ჩიკაგო სტეგსი | 1–4 | ფილადელფია უორიორსი | [23] |
1948 | ბალტიმორ ბულეტსი[a] | 4–2 | ფილადელფია უორიორსი | [24] |
1949 | მინეაპოლის ლეიკერსი | 4–2 | ვაშინგტონ კეპიტოლზი | [25] |
გუნდები | მოგება | წაგება | ტოტალური | მოგების წელი | წაგების წელი |
---|---|---|---|---|---|
ბოსტონ სელტიქსი | 17 | 4 | 21 | 1957, 1959, 1960, 1961, 1962, 1963, 1964, 1965, 1966, 1968, 1969, 1974, 1976, 1981, 1984, 1986, 2008 | 1958, 1985, 1987, 2010 |
მინეაპოლის / ლოს-ანჯელეს ლეიკერსი | 16 | 15 | 31 | 1949, 1950, 1952, 1953, 1954, 1972, 1980, 1982, 1985, 1987, 1988, 2000, 2001, 2002, 2009, 2010 | 1959, 1962, 1963, 1965, 1966, 1968, 1969, 1970, 1973, 1983, 1984, 1989, 1991, 2004, 2008 |
ჩიკაგო ბულზი | 6 | 0 | 6 | 1991, 1992, 1993, 1996, 1997, 1998 | — |
სან-ანტონიო სპურსი | 4 | 0 | 4 | 1999, 2003, 2005, 2007 | — |
სირაკუს ნეიშენალსი / ფილადელფია სიქსერსი | 3 | 6 | 9 | 1955, 1967, 1983 | 1950, 1954, 1977, 1980, 1982, 2001 |
ფორტ-უეინი / დეტროიტ პისტონსი | 3 | 4 | 7 | 1989, 1990, 2004 | 1955, 1956, 1988, 2005 |
ფილადელფია / სან-ფრანცისკო / გოლდენ-სტეიტ უორიორსი | 3 | 3 | 6 | 1947, 1956, 1975 | 1948, 1964, 1967 |
ნიუ-იორკ ნიქსი | 2 | 6 | 8 | 1970, 1973 | 1951, 1952, 1953, 1972, 1994, 1999 |
ჰიუსტონ როკეტსი | 2 | 2 | 4 | 1994, 1995 | 1981, 1986 |
მაიამი ჰიტი | 2 | 1 | 3 | 2006, 2012 | 2011 |
ბალტიმორ / ვაშინგტონ ბულეტსი (ახლა ვაშინგტონ უიზარდსი) | 1 | 3 | 4 | 1978 | 1971, 1975, 1979 |
სენტ-ლუის / ატლანტა ჰოუქსი | 1 | 3 | 4 | 1958 | 1957, 1960, 1961 |
სიეტლ სუპერსონიქსი/ოკლაჰომა-სიტი თანდერი | 1 | 3 | 4 | 1979 | 1978, 1996, 2012 |
პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი | 1 | 2 | 3 | 1977 | 1990, 1992 |
დალას მევერიქსი | 1 | 1 | 2 | 2011 | 2006 |
მილუოკი ბაქსი | 1 | 1 | 2 | 1971 | 1974 |
როჩესტერ როიალზი (ახლა საკრამენტო კინგსი) | 1 | 0 | 1 | 1951 | — |
ბალტიმორ ბულეტსი[a] (გაუქმდა 1954 წელს)[a] | 1 | 0 | 1 | 1948 | — |
ნიუ-ჯერსი ნეტსი (ახლა ბრუკლინ ნეტსი) | 0 | 2 | 2 | — | 2002, 2003 |
ორლანდო მეჯიკი | 0 | 2 | 2 | — | 1995, 2009 |
ფინიქს სანსი | 0 | 2 | 2 | — | 1976, 1993 |
იუტა ჯაზი | 0 | 2 | 2 | — | 1997, 1998 |
კლივლენდ კავალიერსი | 0 | 1 | 1 | — | 2007 |
ინდიანა პეისერსი | 0 | 1 | 1 | — | 2000 |
ჩიკაგო სტეგსი (გაუქმდა 1950 წელს) | 0 | 1 | 1 | — | 1947 |
ვაშინგტონ კეპიტოლზი (გაუქმდა 1951 წელს) | 0 | 1 | 1 | — | 1949 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.