![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/ab/Indian_Kadamba_Empire_map.svg/langka-640px-Indian_Kadamba_Empire_map.svg.png&w=640&q=50)
კადამბა (დინასტია)
From Wikipedia, the free encyclopedia
კადამბა (კანად. ಕದಂಬರು) — 345–525 წწ. ანტიკური ეპოქის ინდოეთის სამეფო დინასტია კარნატაკადან. მათი დედაქალაქი იყო ბანავასი, რომელიც მდებარეობს თანამედროვე უტარა-კანადას ოლქში. დინასტიამ ძალაუფლების ზენიტს მიაღწია მეფე კუკუშტავარმას დროს, რომელიც ფლობდა თანამედროვე კარნატაკას შტატის ტერიტორიებს, თითქმის მთლიანად.[1]
სწრაფი ფაქტები
კადამბა ಬನವಾಸಿ ಕದಂಬರು | |||||||
| |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
![]() კადამბა ინდოეთის რუკაზე. | |||||||
დედაქალაქი | ბანავასი | ||||||
ენა | კანადა, სანსკრიტი | ||||||
რელიგია | ინდუიზმი, ჯაინიზმი | ||||||
მმართველობის ფორმა | მონარქია | ||||||
დახურვა
დინასტია დაარსდა მეფე მაიურაშარმანის მიერ 345 წელს. დინასტია მართავდა კარნატაკას შტატის დიდ ნაწილს და იმდენად გაძლიერდნენ, რომ მათთან ნათესაური კავშირი დაამყარეს თვით გუპტას იმპერიის მეფეებმა. კაკუსთჰავარმანის ერთ-ერთმა შთამომავალმა — მეფე შივაკოტმა, დაიღალა რა ომითა და სისხლისღვრით, აღიარა ახალი რელიგია ჯაინიზმი.
VI–XI ს.ს. კადამბა იყო უძლიერესი იმპერიების ჩალუკიას და რაშტრაკუტას ვასალური სამთავრო.