კაბო-ვერდე
From Wikipedia, the free encyclopedia
კაბო-ვერდეს რესპუბლიკა (პორტ. Cabo Verde ['kabu 'veɾdɨ], ასევე მწვანე კონცხის კუნძულები) — სახელმწიფო ამავე სახელწოდების მქონე კუნძულების არქიპელაგზე ატლანტის ოკეანეში, აფრიკის დასავლეთ სანაპიროდან 570 კმ-ში. ქვეყანა მოიცავს 10 ვულკანური წარმოშობის კუნძულს, რომელთა საერთო ტერიტორია 4033 კმ²-ია.
კაბო-ვერდეს რესპუბლიკა República de Cabo Verde კაბო-ვერდე |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
ჰიმნი: Cântico da Liberdade |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | პრაია 14°55′ ჩ. გ. 23°31′ დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | პორტუგალიური | |||||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | პედრუ პირეში | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 4 033 კმ2 (172-ე) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2013 შეფასებით | 512 096 (167-ე) | ||||
- | 2019 აღწერა | 550 000 | ||||
- | სიმჭიდროვე | 126 კაცი/კმ2 (79-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2006 შეფასებით | |||||
- | სულ | $3,905 მილიარდი (157-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $7 904 (90-ე) | ||||
აგი (2007) | 0.736 (საშუალო) (102-ე) | |||||
ვალუტა | კაბო-ვერდეს ესკუდო (CVE ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC-01:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC-01:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | CPV | |||||
Internet TLD | .cv | |||||
სატელეფონო კოდი | 238 |
არქიპელაგი XV საუკუნემდე დაუსახლებელი იყო, მანამ სანამ პორტუგალიელმა მოგზაურებმა არ აღმოაჩინეს და კოლონიალურ დასახლებად არ აქციეს. კაბო-ვერდე პირველი ევროპული დასახლება გახდა ტროპიკებში. 1951 წელს პორტუგალიის ზღვისიქითა დეპარტამენტის წოდება მოიპოვა, მაგრამ ქვეყანა მაინც არ დანებდა და დამოუკიდებლობისთვის ბრძლოას განაგრძობდა. 1975 წელს კაბო-ვერდემ დამოუკიდებლობა მოიპოვა.
1990-იანი წლებიდან კაბო-ვერდეში მოქმედებს სტაბილური წარმომადგენლობითი დემოკრატია და ის აფრიკაში ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ სახელმწიფოდ ითვლება. ბუნებრივი რესურსების არარსებობის გამო, ქვეყნის განვითარებადი ეკონომიკა ძირითადად სერვისებზეა ორიენტირებული, როგორიცაა ტურიზმი და უცხოური ინვესტიციები. მოსახლეობა დაახლოებით 550 000-ია. მოსახლეობა აფრიკული და ევროპული წარმოშობის არიან. უმეტესობა კათოლიკე ქრისტიანია, რაც პორტუგალისს მმართველობითაა გამოწვეული. კაბო-ვერდე აფრიკის კავშირის წევრი სახელმწიფოა.