![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/89/Georgius_Drohobich.jpg/640px-Georgius_Drohobich.jpg&w=640&q=50)
იური დროგობიჩი
From Wikipedia, the free encyclopedia
იური დროგობიჩი— ასევე ცნობილია, როგორც იური დონატი ან იური კოტერმაკი (ლათ. Georgius Drohobicz უკრ. Юрій Дрогобич, პოლ. Jerzy Kotermak Drusianus, იტალ. Giorgio da Leopoli); დ. ოქტომბერი, 1450, დროგობიჩი, პოლონეთის სამეფო — გ. 4 თებერვალი, 1494, კრაკოვი, პოლონეთის სამეფო) — გალიციელი ასტროლოგი, ექიმი, ფილოსოფოსი, ბიბლიოფილი და აღორძინების ეპოქის ჰუმანისტი; წარმოშობით გახლდათ ჩერვონაია რუსიდან (წითელ რუთენია, ანუ რუთენია რუბრა (დღევანდელი დასავლეთ უკრაინა)), რომელიც იმ დროს პოლონეთის სამეფოს ნაწილი იყო. სავარაუდოდ, კოტერმაკი ინარჩუნებდა კავშირებს ნიურნბერგის ჰუმანისტურ წრეებთან და შესაძლოა, იგი გახლდათ ნიკოლაი კოპერნიკის ერთ-ერთი მასწავლებელი კრაკოვში. 1481-1482 წლებში იყო ბოლონიის უნივერსიტეტის რექტორი. 1488 წლიდან — კრაკოვის უნივერსიტეტის პროფესორი.[1]
იური დროგობიჩი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი |
1450 დროგობიჩი |
გარდაცვალების თარიღი |
4 თებერვალი 1494 კრაკოვი პოლონეთის სამეფო |
პროფესია |
მწერალი, ექიმი პედაგოგი ასტრონომი, ასტროლოგი, ფილოსოფოსი რედაქტორი |
იური დროგობიჩი პირველი უკრაინელი აკადემიური განათლების მქონე მეცნიერია. აღმოსავლეთ სლავ მოაზროვნეთა შორის ლათინურად გამოქვეყნებული ბეჭდური ნაწარმოების პირველი ავტორია, ასევე პირველი უკრაინელი ცნობილი მედიცინის დოქტორია, რომელმაც მიიღო დიპლომი ევროპული უნივერსიტეტიდან.
მე-20 საუკუნემდე მისი ნამდვილი სახელი და ეროვნება პრაქტიკულად უცნობი იყო ფართო საზოგადოებისთვის.[2]