From Wikipedia, the free encyclopedia
იოზეფ „იუპ“ ჰაინკესი (გერმ. Josef "Jupp" Heynckes [jʊp haɪnkəs]; დ. 9 მაისი, 1945) — ყოფილი გერმანელი ფეხბურთელი და საფეხბურთო მწვრთნელი. როგორც ფეხბურთელმა კარიერის უდიდესი ნაწილი მენხენგლადბახის ბორუსიას რიგებში გაატარა 1960 და 1970-იან წლებში, როდესაც კლუბის ისტორიაში ოქროს ხანა იდგა. ჰაინკესმა გლადბახთან ერთად უამრავი ეროვნული ჩემპიონატი და თასი მოიგო, ასევე მოიპოვა უეფა-ს თასი და ჩემპიონთა თასის ფინალში ითამაშა, სადაც ლივერპულთან დამარცხდა. ის ბუნდესლიგის ისტორიაში მესამე მეგოლეა, 220 გატანილი ბურთით. დასავლეთ გერმანიის ნაკრების რიგებში ჰაინკესი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი გახდა. როგორც მწვრთნელმა, მან მოიგო სამი ბუნდესლიგა ბაიერნთან ერთად და ორი ჩემპიონთა ლიგა — რეალ მადრიდთან ერთად, 1998 წელს და ბაიერნთან ერთად, 2013 წელს.
ჰაინკესი ბაიერნში 2013 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი |
Josef Heynckes იოზეფ ჰაინკესი | ||
დაბადების თარიღი | 9 მაისი, 1945 | ||
დაბადების ადგილი | მენხენგლადბახი, გერმანია | ||
სიმაღლე | 180 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1963–1967 | ბორუსია მ'გლადბახი | 82 | (50) |
1967–1970 | ჰანოვერი | 86 | (25) |
1970–1978 | ბორუსია მ'გლადბახი | 226 | (168) |
სულ | 394 | (243) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1966–1967 | დასავლეთ გერმანია U23 | 3 | (1) |
1967–1976 | დასავლეთ გერმანია | 39 | (14) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1979 | ბორუსია მ'გლადბახი (ასისტ.) | ||
1979–1987 | ბორუსია მ'გლადბახი | ||
1987–1991 | ბაიერნი მიუნხენი | ||
1992–1994 | ატლეტიკი ბილბაო | ||
1994–1995 | აინტრახტი ფრანკფურტი | ||
1995–1997 | ტენერიფე | ||
1997–1998 | რეალ მადრიდი | ||
1999–2000 | ბენფიკა | ||
2001–2003 | ატლეტიკი ბილბაო | ||
2003–2004 | შალკე 04 | ||
2006–2007 | ბორუსია მ'გლადბახი | ||
2009 | ბაიერნი მიუნხენი (მ. შ.) | ||
2009–2011 | ბაიერი ლევერკუზენი | ||
2011–2013 | ბაიერნი მიუნხენი | ||
2017–2018 | ბაიერნი მიუნხენი (მ. შ.) | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.