იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ლატვიაში
From Wikipedia, the free encyclopedia
2013 წლის მონაცემებით ლატვიაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 2 ძეგლია, რაც ძეგლების საერთო რაოდენობის (981) 0,2 %-ია. ორივე ობიექტი სიაში შეტანილია კულტურული კრიტერიუმებით, მათ შორის ერთ-ერთი ობიექტი წარმოადგენს კაცობრიობის შემოქმედებითი გენიის შედევრს (კრიტერიუმი i). გარდა ამისა, იუნესკოს საცდელ სიაში შეტანილია ლატვიის ტერიტორიაზე არსებული 3 ძეგლი[1]. ლატვიამ იუნესკოს მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 1995 წლის 10 იანვარს[2]. პირველი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ლატვიიდან იყო ისტორიული ქალაქი რიგა. სიაში გაწევრიანდა 852 ნომრით 1997 წელს 21-ე სესიაზე.