იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
იუნესკომ შექმნა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სია, რომლის მიზანია უზრუნველყოს მათი უკეთესი დაცვა და საზოგადოების ინფორმირება მათი მნიშვნელობის შესახებ[1].
სია შეიქმნა 2008 წელს, როდესაც 2003 წელს მიღებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის კონვენცია შევიდა ძალაში.
2010 წელს პროგრამის ფარგლებში შეადგინეს ორი სია: კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობითი სია და გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სია.