![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/ce/Evola.jpg/640px-Evola.jpg&w=640&q=50)
იულიუს ევოლა
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯულიო ჩეზარე ანდრეა ევოლა (უკეთ ცნობილი, როგორც იულიუს ევოლა; იტალ. Giulio Cesare Andrea Evola) (19 მაისი, 1896 — 11 ივნისი, 1974) — იტალიელი ფილოსოფოსი, პოეტი, მხატვარი, ანტისემიტური შეთქმულების თეორეტიკოსი,[11][12] ეზოტერიკოსი და ოკულტისტი. ცნობილია როგორც „ფაშისტი ინტელექტუალი“,[13] „რადიკალი ტრადიციონალისტი“,[14] „ანტიეგალიტარული, ანტილიბერალური, ანტიდემოკრატიული და ანტიპოპულარი“,[15] და როგორც „ევროპის ნეოფაშისტური მოძრაობის წამყვანი ფილოსოფოსი“.[15]
იულიუს ევოლა | |
---|---|
იტალ. Giulio Cesare Andrea Evola | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 19 მაისი, 1898(1898-05-19)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] |
დაბ. ადგილი | რომი, იტალიის სამეფო |
გარდ. თარიღი | 11 ივნისი, 1974(1974-06-11)[1] [2] [5] [6] [7] [9] [10] (76 წლის) |
გარდ. ადგილი | რომი |
დასაფლავებულია | კამპო ვერანო |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
საქმიანობა | პოეტი[6] [10] , მწერალი[10] , მხატვარი[6] , ფილოსოფოსი[6] [10] და ალპინისტი |
მუშაობის ადგილი | Sicherheitsdienst |
ალმა-მატერი | ITI L.Da Vinci და საპიენცის უნივერსიტეტი |
გავლენა მოახდინეს
| |
საიტი | fondazionejuliusevola.com |
ევოლა პოპულარულია მარგინალურ წრეებში ძირითადად მისი მეტაფიზიკური, მაგიური და ზებუნებრივი რწმენებისა — მათ შორის რწმენა მოჩვენებების, ტელაპატიის და ალქიმიის[16] — და მისი ტრადიციონალიზმისთვის. ის საკუთარ ფილოსოფიას უწოდებდა „ჯადოსნურ იდეალიზმს“. ევოლას მრავალი თეორია და ნაწერები კონცენტრირდებოდა ქრისტიანობისადმი მტრულ დამოკიდებულებაზე და მის იდიოსინკრატიულ მისტიციზმზე, ოკულტიზმსა და ეზოტერიულ რელიგიურ კვლევებზე,[17][18][19] რამაც გავლენა იქონია ოკულტისტებსა და ეზოთერიკოსებზე. ევოლა ასევე ამართლებდა მამაკაცების ბატონობას ქალებზე, როოგრც წმინდად პატრიარქალური საზოგადოების შემადგენელი, რაც გამოიხატა მის ტრადიციონალისტურ შეხედულებებზე გენდერზე, რითიც ითხოვდა ქალების დარჩენას ან მობრუნებას იმ ტრადიციული გენდერული როლებისადმი, სადაც ისინი მთლიანად ემორჩილებოდნენ მამაკაცთა ძალაუფლებას.[20][21]
ფრანკო ფერარეზის თანახმად „ევოლას აზრი შეიძლება ჩაითვალოს XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე რადიკალურ და თანმიმდევრულ ანტიეგალიტარულ, ანტილიბერალურ, ანტიდემოკრატიულ და ანტიპოპულარულ სისტემებად“. ის არის სინგულარული, თუმცა არაორიგინალური, რამდენიმე სკოლისა და ტრადიციების ნაზავი, მათ შორის გერმანული იდეალიზმის, აღმოსავლეთის დოქტრინების, ტრადიციონალიზმისა და ომებს შორის პერიოდის ყოვლისმომცველი მსოფლმხედველობის — კონსერვატიული რევოლუციური მოძრაობის — რომელშიც ევოლამ პირადად მიიღო მონაწილეობა.[22] ისტორიკოსმა აარონ ჟილეტმა ევოლა შეაფასა, როგორც „იტალიის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფაშისტი რასისტი“.[23]
ევოლა აღფრთოვანებული იყო SS-ის შუცშტაფელის რაიხსფიურერ ჰაინრიხ ჰიმლერით, რომელსაც იგი ერთხელ შეხვდა.[24] ევოლას ავტობიოგრაფიული ნაწერები მიუთითებენ იმაზე, რომ იგი მუშაობდა Sicherheitsdienst-ში, ან SD-ში, SS-ის და ნაცისტური პარტიის დაზვერვის სააგენტოში.[25][26] სასამართლო პროცესის დროს, 1951 წელს, ევოლამ უარყო ფაშისტობა და ნაცვლად ამისა თავის თავს მოიხსენიებდა როგორც „superfascista“ (სუპერფაშისტი). ამ განცხადებასთან დაკავშირებით, ისტორიკოსი ელისაბეტა კასინი ვოლი წერდა, რომ „გაუგებარია, ნიშნავდა ეს თუ არა იმას, რომ ევოლა ფაშიზმზე მაღლა ან მის მიღმა დგებოდა“.[27]
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევოლას იტალიის უკიდურესად მემარჯვენეთა „მთავარ იდეოლოგს“ უწოდებენ.[28] იგი დღემდე განაგრძობს გავლენას თანამედროვე ტრადიციონალისტურ და ნეოფაშისტურ მოძრაობებზე.[28][29][30]