იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი
From Wikipedia, the free encyclopedia
იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი (გერმ. Juliane Marie von Braunschweig-Wolfenbüttel, დან. Juliane Marie af Braunschweig-Wolfenbüttel; დ. 4 სექტემბერი, 1729 — გ. 10 ოქტომბერი, 1796) — ველფების დინასტიის წარმომადგენელი. პრუსიის მეფე ფრიდრიხ II დიდის ცოლის და. დანიისა და ნორვეგიის დედოფალი 1752-1766 წლებში როგორც ფრედერიკ V-ის მეორე ცოლი. 1772 წელს თავის ვაჟთან ერთად სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო თავისი გერის, კრისტიან VII-ის წინააღმდეგ და დანიისა და ნორვეგიის დე-ფაქტო მმართველი გახდა, როგორც რეგენტი. ეს ყოველივე 1784 წლამდე გაგრძელდა. საბოლოოდ დანიის ტახტი მისმა შვილიშვილმა კრისტიან VIII-მ დაიკავა.
სწრაფი ფაქტები იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი, დანიისა და ნორვეგიის დედოფალი ...
იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი | |
---|---|
დანიისა და ნორვეგიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 8 ივლისი, 1752 |
მმართ. დასასრული: | 14 იანვარი, 1766 |
წინამორბედი: | ლუიზა ბრიტანელი |
მემკვიდრე: | კაროლინა მატილდა ბრიტანელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 4 სექტემბერი, 1729 |
დაბ. ადგილი: | ვოლფენბიუტელი, გერმანია |
გარდ. თარიღი: | 10 ოქტომბერი, 1796, (67 წლის) |
გარდ. ადგილი: | კოპენჰაგენი, დანია |
დაკრძ. ადგილი: | როსკილეს კათედრალი, დანია |
მეუღლე: | ფრედერიკ V, დანიისა და ნორვეგიის მეფე |
შვილები: | ფრედერიკი, დანიის რეგენტი |
დინასტია: | ველფები |
მამა: | ფერდინანდ ალბრეხტ II, ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგი |
დედა: | ანტუანეტა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი |
რელიგია: | ლუთერანიზმი |
დახურვა