ისტორია (ჰეროდოტე)
ჰეროდოტეს წიგნი / From Wikipedia, the free encyclopedia
ისტორია (ბერძ. Ἱστορίαι) — ბერძენი ისტორიკოსის, ჰეროდოტეს წიგნი, რომელიც დასავლური ლიტერატურის ფუძემდებელ ნამუშევრადაა მიჩნეული. დაიწერა ძვ.წ. 440 წელს, კლასიკური ბერძნული ენის იონური დიალექტით. იგი დასავლეთ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და საბერძნეთში არსებულ სხვადასხვა კულტურათა უძველესი ტრადიციების, პოლიტიკის, გეოგრაფიის და კონფლიქტების მომცველი დოკუმენტია. მიუხედავად იმისა, რომ ისტორია არ არის სრულიად მიუკერძოებელი, იგი მაინც ითვლება დასავლეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წყაროდ, რომელიც აღნიშნულ საკითხებს ეხება. უფრო მეტიც, დასავლურ სამყაროში, მან დაამკვიდრა ისტორიული ჟანრი და მისი შესწავლა.
„ისტორია“ | |
---|---|
Histories | |
| |
ავტორი | ჰეროდოტე |
ქვეყანა | საბერძნეთი |
ენა | ძველი ბერძნული |
ჟანრი | ისტორიული |
გამოცემის თარიღი | ძვ.წ. 440 |
ისტორია წარმოადგენს სპარსეთის იმპერიის აღმავლობის და ძვ.წ. V საუკუნეში, აქემენიანთა იმპერიასა და ბერძნულ პოლისებს შორის მიმდინარე ომების გამომწვევი მიზეზების შესახებ არსებულ ერთ-ერთ პირველ წყაროს. ჰეროდოტე კონფლიქტს ორგვარად აღწერს — ერთის მხრივ, როგორც მონობაში მყოფები (სპარსელები) და მეორე მხრივ, თავისუფლები (ათენელები და ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების კონფედერაცია, რომლებიც დამპყრობლების წინააღმდეგ გაერთიანდნენ).
ისტორია ცხრა წიგნად არის დაყოფილი, რომლებსაც, პირობითად, ცხრა მუზის სახელები ეწოდებათ.