ჰიჯრა (არაბ. هِجْرَة – გადასახლება, გადახვეწა, ემიგრაცია) — მუსლიმურ ქვეყნებში გავრცელებული კალენდრის სახელწოდება. ხალიფა უმარ I-ის დროს (634-644) ჰიჯრა გამოცხადდა მუსლიმური წელთაღრიცხვის დასაწყისად (მუსლიმური ერა). ცნობილია მთვარისა და მზის ჰიჯრის კალენდრები. მთვარის კალენდარი გავრცელებულია ახლო და შუა აღმოსავლეთის უმეტეს მუსულმანურ ქვეყნებში, მზისა – ირანში, ავღანეთში, თურქეთში. ჰიჯრის მთვარის კალენდრის პირველი დღეა 622 წლის 16 ივლისი (მუსლიმური ტრადიციის მიხედვით, მაჰმადისა და მისი მიმდევრების (მუჰაჯირების) მექიდან მედინაში გადასახლების თარიღი), მზის კალენდრისა – 20-21 მარტი (გაზაფხულის ბუნიობის დრო). მუსლიმურ მთვარის წელიწადში 354 დღეა, თვეში – 29-30 დღე. ჰიჯრის კალენდრის დღეები 11-12-ით ნაკლებია საყოველთაოდ გავრცელებულ გრიგორიანული კალენდრის დღეებზე და ამიტომ ყოველ 33 წელიწადში ვიღებთ ერთი წლის განსხვავებას. ჰიჯრის წლების გადაყვანა გრიგორიანულზე და პირუკუ შესაძლებელია სპეციალური ფორმულებით ან ტაბულების საშუალებით.

Thumb
ისლამური კალენდარი, მეფე ხალიდის აეროპორტის შტამპზე.

ლიტერატურა

  • Цыбульский В. Современные календари стран Ближнего и Среднего Востока . Снихронические таблицы и пояснения, М., 1964;
  • სიხარულიძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987.  გვ. 676.

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.