ირანის საპრეზიდენტო არჩევნები (2013)
From Wikipedia, the free encyclopedia
მე-11 საპრეზიდენტო არჩევნები ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ჩატარდა 2013 წლის 14 ივნისს. არჩევნების პირველივე რაუნდში გაიმარჯვა ჰასან რუჰანიმ, რომელმაც ხმების 50.71% მიიღო.[1][2]
მეორე ადგილზე გავიდა თეირანის მერი, მოჰამედ ბაგერ გალიბაფი, მან ხმათა 16.55%-ის მოგროვება მოახერხა.[3]
2013 წლის ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი რეგისტრაცია გაიარა 680 კანდიდატმა, მაგრამ კონსტიტუციის გუშაგთა მიერ დამტკიცდა მხოლოდ 9 მათგანი: მოჰამად ბაგერ გალიბაფი, ღოლამ-ალი ჰადამ-ადელი, ალი აქბარ ველაიეთი, საიდ ჯალილი, მოჰსენ რეზაი, ჰასან რუჰანი, მოჰამად ღარაზი და მოჰამედ რეზა არეფი.[4] მოგვიანებით ორმა მათგანმა, ღოლამ-ალი ჰადამ-ადელმა და მოჰამედ რეზა არეფმა მოხსნეს თავიანთი კანდიდატურა.[5]
ირანის მოქმედმა პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა აღნიშნულ არჩევნებში კენჭს არ იყრიდა, რადგან მას უკვე ეკავა პრეზიდენტის თანამდებობას ორი ვადით.
‹ 2009 2017 › | ||||
ირანის საპრეზიდენტო არჩევნები | ||||
14 ივნისი, 2013 | ||||
პრეზ. კანდიდატი | ჰასან რუჰანი | მოჰამად ბაგერ ღალიბაფი | ||
პარტია | CCA | ISE | ||
პირველი ტური | 50.71% | 16.56% | ||
მოსახლეობა | 18 613 329 | 6 077 292 | ||
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების რუკა.იასამნისფერი, რეგიონები, სადაც რუჰანმა გაიმარჯვა. ყვითელი, რეგიონები სადაც ღალიბაფმა გაიმარჯვა. წითელი, რეგიონები სადაც ჯალილმა გაიმარჯვა. ლურჯი, რეგიონები სადაც რეზაიმ გაიმარჯვა. | ||||
მოქმედი პრეზიდენტი | არჩეული პრეზიდენტი | |||
მაჰმუდ აჰმადინეჟადი აბადგარანი |
ჰასან რუჰანი CCA |