ირანის კრიზისი
From Wikipedia, the free encyclopedia
ირანის კრიზისი, ირანულ წყაროებში ცნობილი როგორც აზერბაიჯანული აჯანყება (სპარს. غائله آذربایجان [Qaʾilih Âzarbâyjân]) — ცივი ომის ერთ-ერთი პირველი კრიზისი. ის დაიწყო მაშინ, როდესაც იოსებ სტალინმა უარი განაცხადა ირანის ჩრდილოეთ ტერიდორიების დატოვებაზე. მეორე მსოფლიო ომის დასრულებასთან ერთად უნდა დასრულებულიყო მოკავშირეების მიერ ირანის ოკუპაცია, ამის სანაცვლოდ პრო-სსრკ ირანელებმა სსრკ-ის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამოაცხადეს აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკა[5] და ქურთული სეპარატისტული მეჰაბადის რესპუბლიკა.
ირანის 1946 წლის კრიზისი | |||||
---|---|---|---|---|---|
ცივი ომის და ირანის ქურთული სეპარატიზმის ნაწილი | |||||
თარიღი | 1945 წლის ნოემბერი — 1946 წლის 15 დეკემბერი | ||||
მდებარეობა | ირანი | ||||
შედეგი |
ირანის გამრჯვება
| ||||
ტერიტორიული ცვლილებები |
ირანმა დაიბრუნა სსრკ-ს მიერ ოკუპირებული ტერიტორიები | ||||
მხარეები | |||||
| |||||
მეთაურები | |||||
| |||||
ძალები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
| |||||
ირანის კრიზისი ვიკისაწყობში |
კრიზისის დროს აშშ-ის დიპლომატიური ზეწოლა სსრკ-ზე ტრუმანის დოქტრონის წარმატებულობის ადრეული სამხილია.
1941 წლის აგვისტოდან სექტემბერამდე სსრკ-მ ირანის ჩრდილოეთი ხოლო დიდმა ბრიტანეთმა სამხრეთი და ცენტრი დაიკავა.[6] ბრიტანელები და ამერიკელები ირანს როგორც დამაკავშირებელ გზას იყენებდნენ სსრკ-ს და ბრიტანეთის ინდოეთს შორის.[6]
ოკუპაციის შემდეგ ირანი სსრკ-ის გარდა ყველა უცხოურმა ძალამ დატოვა.[6] საბჭოელებმა ჩრდილოეთ ირანში 2 სეპარატისტული რესპუბლიკა ჩამოაყალიბეს, ამან გამოიწვია კრიზისი და შეტაკებები ირანის, აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკის და მეჰაბადის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს შორის, ირანის 1946 წლის კრიზისს სულ 2 000 ადამიანი შეიწირა.